„საელჩოებში ამ უტიფარი ხალხის ეს უგვანო სირბილი იმის ღიად დადასტურებაა, რომ…“ – დემურ გიორხელიძე

1,417 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
საქართველოს ხელისუფლება გასულია დროის შეგრძნებიდან!
მისი კომიკური ”ლიდერების” განცხადებები და ტელეინტერვიუები ამ ადამიანების არაადეკვატურობაზე მიუთითებს!
ოპოზიციის ლიდერების აშკარად დიდი შეცდომა,
დაშვებული არჩევნების წინა პერიოდსა და, რაც მთავარია, უშუალოდ არჩევნების შემდეგ, –
ხელისუფლების ამ უგვანო პოლიტიკური ”ლიდერების” სისულელეების გამო, ისე შემოტრიალდა, რომ…
ახლა გამოსავალი, მით უფრო,
საელჩოებში ამ სამარცხვინო სირბილის ფონზე, –
არ ჩანს!
საელჩოებში ამ უტიფარი ხალხის ეს უგვანო სირბილი იმის ღიად დადასტურებაა, რომ
არანაირ პოლიტიკურ ლიდერებს ისინი არ წარმოადგენენ,
დაკარგეს დროისა და სივრცის შეგრძნება და უკვე საფრთხეს სახელმწიფოს უქმნიან –
საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს!
ნათქვამია, ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო..
საქართველოს სინამდვილეში ეს ტრაგიკომედია –
სწორედ ალხანა/ჩალხანას ბინარული ოპოზიციაა!

Next Post

„ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მოგვმართავს, დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან“ - ირაკლი კობახიძე

ოთხ დეკ 9 , 2020
1,417 წაკითხვა“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და […]