„დღეს ვტიროდით მე, ჩემი შვილები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საიდანღაც მოსულ სიკეთეს იცნობდა…” – ხათუნა ხოფერია

1,508 წაკითხვა

დღეს, 10 დეკემბერს, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში სალოსად მიჩნეული რუსი ქალი დაკრძალეს.

ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში ერთი კეთილი სული ბინადრობდა… катька- ასე ვეძახდით ყველანი.
ჩემი მატუშკა, ამ ეკლესიის იღუმენი ელიზავეტა ( ჩემთვის ალექსანდრა) , ჩემი მეგობარი, მეუბნებოდა, რომ კაწკა სალოსი იყო. არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, არც ის, თუ საიდან ჩამოვიდა და ვინ იყო წინა ცხოვრებაში. რატომ თხოვდა ყველას პასპორტის გაკეთებას და სამშობლოში დაბრუნებას. რატომ უყვარდა საქართველო და ჩვენი პატრიარქი.

ერთხელ, ეკლესიის ღობესთან იჯდა და რაღაცას მოსთქვამდა. შიშით, მაგრამ მაინც მივუჯექი გვერდით. არც მიყვირა და არც ჩამარტყა… შემომხედა თავისი მინავლული ცისფერი თვალებით და მითხრა:- ომი, ომი… ცეცხლი.. არა და, ის წმინდანია, წმინდანი და არ უჯერებენ. ო, როგორი პატრიარქია. ეს იყო 2008 წელი. კაწკა ტიროდა…
დღეს ვტიროდით მე, ჩემი შვილები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საიდანღაც მოსულ სიკეთეს იცნობდა…

დღეს კაწკას დაკრძალავენ… ნეველის ეკლესიის ეზოში. ჩემი მატუშკას და მამა ვიტალის გვერდით.
მშვიდობით განისვენე, ეკატერინა! მსუბუქი იყოს შენთვის საქართველოს მიწა, რომელსაც თავი შეაფარე საბჭოთა უღმერთობას გამოქცეულმა!
Прощай, Кать!”

Next Post

„სიმართლე გითხრათ, შოკში ვართ“ - აკაკი ხუსკივაძე

ხუთ დეკ 10 , 2020
1,508 წაკითხვასიმართლე გითხრათ, შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე, რომელიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იყო დაკავებული. როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება. „დღეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის მიზნით, რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს – თეოდორე გობეჯიშვილს, პირველ რიგში ოჯახს […]