პეტერბურგის ბიზნეს-სკოლის საერთაშორისო აღიარება განმტკიცდა

694 წაკითხვა
სანკტ-პეტერბურგის სახ. უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესმა სკოლამ, რომელიც პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი მხარდაჭერით დაფუძნდა, “ფაინენშენელ ტაიმსის” რეიტინგებში თავისი პოზიციები გააუმჯობესა.

7 დეკემბერს «TheFinancialTimes»-მა გამოაქვეყნა ევროპული ბიზნეს-სკოლების ყოველწლიური რეიტინგი. ბიზნესის კადრების ერთ-ერთი წამყვანი მჭედელი რუსეთში არის ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა, რომელმაც თავისი მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, ერთბაშად 8 პუნქტით გაიუმჯობესა და 51-ე პოზიციაზე წამოიწია.
 
“ფაინენშელ ტაიმსი” სასწავლო დაწესებულებებს რამდენიმე პარამეტრის მიხედვით აფასებს. ეს პარამეტრები უკავშირდება სასწავლო დაწესებულებების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში. ასე, ამ წელიწადში ს.-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა Executive MBA პირველად შევიდა Financial Times Executive MBA Ranking 2020-ის ამა წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ტოპ-რეიტინგის ასეულში.  

 სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორმა ნიკოლაი კროპაჩოვმა ავტორიტეტული საერთაშორისო წარმატების მოპოვებასთან დაკავშირებით აღნიშნა: “რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აწ უკვე შორეულ 2006 წელს დაუდო სათავე პრიორიტეტულ ეროვნულ პროექტს სახელწოდებით “განათლება” და დასახა ამოცანა, რუსეთში შექმნილიყო მსოფლიო დონის ბიზნეს-ლიდერთა სკოლა. ამ სკოლას უნდა მოემზადებინა სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებოდათ გლობალური ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, რუსული ბიზნესის და მთელი რუსული ეკონომიკის კონკურენტულობის გაძლიერება. ჩვენი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო რეიტინგების მუდმივი ზრდა მოწმობს იმას, რომ უნივერსიტეტის გუნდმა გასულ წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია”.
 
მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ოლგა დერგუნოვა, რომელიც პარალელურად ВТБ-ბანკის მმართველობის პრეზიდენტ-თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, სკოლის მისიას ასე ხედავს: “მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა მუდმივად აახლებს სასწავლო პროგრამებს, ამიტომ, მის კურსდამთავრებულებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე, წამყვანი დამსაქმებლების მხრიდან. ავტორიტეტული რეიტინგების შედეგები ცხადჰყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ამ ქვედანაყოფის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2025 წლისთის ევროპის ბიზნეს-სკოლების ტოპ-ოცდაათეულში მოხვედრა. ჩვენ სრულ პარიტეტს უნდა მივაღწიოთ ბიზნეს-მმართველების მომზადების საქმეში ლიდერებთან, რათა მომავალშიც შევქმნათ ცოდნა, გავზარდოთ ახალი კადრები და მსოფლიო უკეთესისკენ შევცვალოთ”.
 
გაზეთ “ფაინენშელ ტაიმსის” ანალიზი მოიცავს ბიზნეს-სკოლების კურსდამთავრებულთა გამოკითხვების შედეგად მიღებულ მონაცემებსაც. რეიტინგის შედგენაზე ისეთი კრიტერიუმები ზემოქმედებენ, როგორც შემოსავლების საშუალო დონე, ხელფასის ზრდა და კურსდამთავრებულთა საკარიერო წინსვლა პროგრამის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში. გათვალისწინებულია ასევე საერთაშორისო აკადემიური მობილობის დონე, სასწავლებელში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები, მასწავლებელთა სამეცნიერო ხარისხები და ა. შ. ეს რეიტინგები ბიზნესის სფეროშ განათლების ხარისხის უტყუარი ნიშანია.

Next Post

„გიგა იწყებს და კვლავ აგებს...“ - დავით ბერძენიშვილი

შაბ დეკ 12 , 2020
694 წაკითხვა „გიგა იწყებს და კვლავ აგებს, ყველაზე მეტს „ევსაქები“(პარტია „ევროპული საქართველო“) გვერჩის „რესპებს“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი. „დღეს ჩვენი ბლოკის სიის ჩახსნის განცხადება შედის ცესკოში. იმ სიაში არის რესპი გოგი სორდია. ისიც ჩაიხსნა. ცხადია, რესპუბლიკელების დასტურით. ნიკა მელიამ ბევრჯერ გაიმეორა დღეს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ რესპები არ შევლენ პარლამენტში. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მანაც და ყველა სხვამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ