„დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე” – ეკა კვესიტაძე

2,524 წაკითხვა

ეკა კვესიტაძის პოსტი ფეისბუქში:

„ხედავთ როგორ კარგად აეწყო ფაზლი. ჯერ ელისაშვილი გამოიყვანეს და აყეფეს – ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდა, უნდა გადავითვალოთო. მერე კობახიძემ თქვა, თუ გადათვლის შემდეგ 1 პროცენტზე მეტი განსხვავება დაჯდა, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო და დღეს, არჩევნებიდან 40 დღის შემდეგ ISFED ამბობს, სისტემური ხარვეზი გვქონდა დათვლის პროცესშიო და ოცნებას სასურველ პროცენტებს უმატებს.

მოკლედ, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიაა, რომელშიც წამყვანი როლი ელისაშვილს ერგო, რომელიც ახლა ერთ-ერთ ტელევიზიაში ზის და იძახის “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის არგუმენტები შესუსტდაო. არადა, სინადვილეში ეს მხოლოდ საინფორმაციო ომია, რადგან არსად წასულა ყველაზე მთავარი პრობლემა (!) – 8 პროცენტიანი ცდომილება ოქმებში და სისტემური, მძიმე დარღვევები, რომლებიც პარალელურ დათვლაზე ვერ ისახება. ხოდა, ეს ომი ვერ უნდა მოიგოს ოცნებამ ელისაშვილის დახმარებით.

რაც შეეხება “სამართლიან არჩევნებს” – ფაქტია, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. როგორ და რატომ, ახლა ეს უნდა გაირკვეს. სავარაუდოდ, დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე. ჯერ ვნახოთ რა განმარტებას გააკეთებს ამ ორგანიზაციის ახალბედა ლიდერი, რომელიც სულ რამდენიმე თვის არჩეულია.”

Next Post

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შაბ დეკ 12 , 2020
2,524 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან […]