პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1,200 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

Next Post

ოცნების მილიონერი დეპუტატები და მათი ქონება

შაბ დეკ 12 , 2020
1,200 წაკითხვამე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, მათ შორის იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომელიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში. პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7. თუმცა შესაძლოა, მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებშიც ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალური […]