
„სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება“,- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პეტრე კოლხი ამბობს, სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურეობაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს…
მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი მაინც მძვინვარებს. ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელი მოწმობს იმას, პირველ ადგილზე ვდგავართ პანდემიის გავრცელების მხრივ. ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს. ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს“,- წერს პეტრე კოლხი.