„გახარიას ვერ უშვებენ იმიტომ, რომ ის ვანო ჩხარტიშვილის კადრია“ – ლადო სადღობელაშვილი

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიცვლება.

 ამბობენ, რომ ტიკარაძის კანდიდატურაც განიხილება პრემიერად, ეს რამდენად სერიოზულია?

– შიგნით ასეთი პირობაა დაყენებული, ვინც ადგება და მოერევა გახარიას, სწორედ ის დაინიშნება პრემიერად. გახარიას ვერ ერევიან, ვერ გამოუნახეს ამ ადამიანს მიზეზი, რის გამოც სერიოზულად შეიძლება მისთვის შარის აგორება.

– იმის თქმა გინდათ, რომ ვერ უშვებენ გახარიას?

– დიახ, ვერ უშვებენ, ვერ. სწორედ აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი შექმნილი. თუმცა მოდით ვთქვათ სიმართლე, გახარიას სკამს რომ ყველა ფეხი გამოცლილი აქვს, ცხადია. შეიძლება თავისი ერთი ან ორი წარმომადგენელი ჰყავდეს მხოლოდ გუნდში.

– ბოლოს და ბოლოს, ვისი კაცია გახარია?

– ვანო ჩხარტიშვილის.

– და მერე ბიძინა ვერ ერევა ჩხარტიშვილს და გახარიას?

– აი, ზუსტად ეგ არის მთელი პრობლემა, რომ ვერ ერევა. ვანო ჩხარტიშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ქართულ პოლიტიკაში. 25 წლიანი გამოცდილება აქვს და მან ქართული პოლიტიკა იცის ალბათ ყველა ექსპერტზე უკეთესად. თუ სად რა ხდება და ვის რა ფასი აქვს და ასეთ ადამიანთან ჭიდილი არც ისე მარტივია.

 ახალი თაობა

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *