ზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა თანხას აგროვებს

1,167 წაკითხვა

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა რეანომობილისთვის საჭირო თანხის შეგროვებისთვის დახმარებას ითხოვს. 

პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, შესაგროვებელია 66 000 ლარი ($20 000 ექვივალენტი ლარში).

ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით! 

მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). 

საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან,ქალბატონ ქეთისთან. 

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. 

მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. 

მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი“, – ნათქვამია დავით ოქიტაშვილის განცხადებაში.

Next Post

პაატა იმნაძის პასუხი „მთავარი არხი“-ს ეთერში, მის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე

კვი დეკ 13 , 2020
1,167 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პ[აატა იმნაძის გამოხმაურება „მთავარი არხი“-ს ეთერში, მისი საცხოვრებელი სახლის შესახებ გასულ სიუჟეტზე: „ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა […]