პაატა იმნაძის პასუხი „მთავარი არხი“-ს ეთერში, მის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე

1,033 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პ[აატა იმნაძის გამოხმაურება „მთავარი არხი“-ს ეთერში, მისი საცხოვრებელი სახლის შესახებ გასულ სიუჟეტზე:

„ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა.

ანუ, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს.

სიუჟეტში მოწოდებული ყოველი ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ.

პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის.

როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს პაატა იმნაძე.

Next Post

„ვუყურებ ტვ პირველის ანონსს დეპუტატებზე - აი, ეს ფულის ტომრები დადეს და ნამუსიც არა აქვთ“

კვი დეკ 13 , 2020
1,033 წაკითხვაოთარ კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს: „ვუყურებ ტვ პირველის ანონსს დეპუტატებზე. ზოგს 12 ათას დოლარიანი ტუფლები აცვია, ზოგს 40 ათას დოლარიანი საათი უკეთია. ღმერთმა მეტი მისცეთ, მაგრამ ჟურნალისტი ეკითხება ერთ-ერთს რისთვის ხარ პარლამენტშიო და ჯერ არ მიფიქრია, მოვიფიქრებ და გეტყვითო. ქვეყანაში სადაც ოფიციალურად 77 000 ბავშვი შიმშილობს, აი ეს ფულის ტომრები დადეს და ნამუსიც არა აქვთ, ოდნავ თავი შეიწუხონ.“

შესაძლოა მოგეწონოთ