
ოთარ კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს:
„ვუყურებ ტვ პირველის ანონსს დეპუტატებზე. ზოგს 12 ათას დოლარიანი ტუფლები აცვია, ზოგს 40 ათას დოლარიანი საათი უკეთია. ღმერთმა მეტი მისცეთ, მაგრამ ჟურნალისტი ეკითხება ერთ-ერთს რისთვის ხარ პარლამენტშიო და ჯერ არ მიფიქრია, მოვიფიქრებ და გეტყვითო.
ქვეყანაში სადაც ოფიციალურად 77 000 ბავშვი შიმშილობს, აი ეს ფულის ტომრები დადეს და ნამუსიც არა აქვთ, ოდნავ თავი შეიწუხონ.“