„რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი, ქალბატონო დეგნან, იცით?“– ნიკა გვარამია ამერიკის ელჩს მიმართავს

1,268 წაკითხვა

თქვენ არ იცნობთ საქართველოს არც ისტორიას და არც დღევანდელობას. თქვენ არ იცით რა ხდება საქართველოში. თქვენ ვერ ფლობთ სიტუაციას საქართველოში, – ასე მიმართა ნიკა გვარამიამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები, რომლებშიც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, „არ არის ამერიკა“. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული წყაროების ინფორმაციით, კელი დეგნანმა ვაშინგტონსა და კიევში სატელეფონო ზარები განახორციელა და კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის არ დანიშვნაა არცერთ თანამდებობაზე.

„მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის. ვინ ეკითხება კელი დეგნანს მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება? ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება? ვის თამაშს თამაშობდა როცა ამას შვრებოდა? რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი, ქალბატონო დეგნან, იცით თქვენ? მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“, – ამბობს გვარამია.

 

Next Post

„ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად გახარია წარადგინა

ორშ დეკ 14 , 2020
1,268 წაკითხვაპოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. იპნ

შესაძლოა მოგეწონოთ