ნიკა გვარამია, გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობიდან წასვლას და თანამდებობის დატოვებას. კომენტარი მან თაკო ჩარკვიანის ფეისბუქ პოსტზე დაწერა:
„ბოდიში, მაგრამ წასვლაც შეიძლებოდა ღირსეულად. ყველა და ყველაფერი რომ გალანძღა და ლამის პრორუსულ ძალად გამოიყვანა ნაცმო. და, რაც მთლად გაუგებარია, მეც, ვინც მის მანდატში არ ედის საერთოდ. სახელები და გვარები რომ არ წერია, სულელები კი არ ვართ. ერთი სიტყვით მაინც გადაეხადა ადამიანებისთვის მადლობა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოაგებინა, ქუთაისელი აქტივისტებისთვის, საერთოდ რომ არ ახსენებს და ელვის პრესლივით რომ დაატარებდნენ ცოცხალ კედლად აღმართულები. ან რაღა დღეს გადადგა – 2 დღეა განცხადებების დაწერამდე და ისედაც აჯანჯღარებს ყველაფერს ბიძნა და კიდე ასეთი ბზარის შეტანა შეილებოდა? რა ხდებოდა ასეთი, 2 დღე რომ ვერ გაჩერდა?“- წერს გვარამია.