ვალერი ვერულიძე კარტის თამაშის დროს მოკლეს

1,244 წაკითხვა

ქობულეთში 15 დეკემბერს მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ასევე პარალელურად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიული – სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით”, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

Next Post

40 მილიონზე მეტი, 12 სახლი, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა, 3 “ჰარლი დევიდსონი” – რა ქონების პატრონია კახა კალაძე

ოთხ დეკ 16 , 2020
1,244 წაკითხვაკახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება 40 მილიონ დოლარზე მეტია. მას 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში. დედაქალაქის მერს 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა ვერაზე შეუძენია – მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები 928 ათას  414  და 774 ათას 875  ლარად […]

შესაძლოა მოგეწონოთ