40 მილიონზე მეტი, 12 სახლი, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა, 3 “ჰარლი დევიდსონი” – რა ქონების პატრონია კახა კალაძე

კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება 40 მილიონ დოლარზე მეტია. მას 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში.

დედაქალაქის მერს 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა ვერაზე შეუძენია – მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები 928 ათას  414  და 774 ათას 875  ლარად იყიდა.

მერს შეძენილი აქვს 12,5კვ.მ ფართობის 3 ავტოფარეხი, რომელთა ფასიც 240.549 ლარია.

კალაძემ 2017 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის N37-ში 2  საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რომელთა საერთო ფართი  200 კვ.მ-ია. იქვე შეძენილი აქვს 18.3 კვ.მ ავტოფარეხი. შეძენილი ბინების საერთო ღირებულება 160 ათასი დოლარია.

კახა კალაძე ვაკეში 2006 წლიდან ცხოვრობს. იგი ჭავჭავაძის გამზირ N23ა-ში ფლობს 367,6  კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც  მილიონერ მერს 71.280 ლარად აქვს შეძენილი.

პარალელურად კი,  კახა კალაძე დაბა წყნეთში, გორგასლის ქუჩა N6-ში 650 კვ.მ ფართის სახლს იშენებს. სახლი მას ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს შეძენილი ნახევარ მილიონ ლარად.

ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში, კახა კალაძისთვის უზარმაზარი ქონება უჩუქებიათ.

კალაძე დეკლარაციაში წერს, რომ მას 2012  წელს, წყნეთში,  გურამიშვილის N10-ში 735,2 კვ.მ აგარაკი აჩუქეს, ვინ? უცნობია!

მას  ასევე საჩუქრად მიუღია იქვე მდებარე 1.058კვ,მ  მიწის ნაკვეთი და გურამიშვილის N8-ში მდებარე 1.060 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჩუქრის ავტორი უცნობია.

კახა კალაძეს  2018 წელს, 47 ათას ევროდ 2017  წელს გამოშვებული „BRABUS ULTIMATE 125“  შეუძენია.

მის საკუთრებაშია, 66 ათას 116  ლარად შეძენილი,  2018 წელს გამოშვებული „TOYOTA CAMRY“.

კალაძის ავტოპარკში ასევე დგას, 2016 წელს შეძენილი და ამავე წელს გამოშვებული „HARLEY-DAVIDSON VR1“,  რომელიც  20 ათას ევროდ აქვს შეძენილი.

მის ავტოპარკში ასევე დგას 2016  წელს  50 ათას ევროდ შეძენილი  „FIAT 500 ABARTH“ –  სახელმწიფო ნომრით 1.

კალაძის ავტოპარკშია  2008  წელს 28 ათას დოლარად და  25 ათას ევროდ შეძენილი  „HARLEY-DAVIDSON“-ის  2007  წელს გამოშვებული 2 მოტოსატრანსპორტო საშუალება.

კახა კალაძეს, დეკლარაციის შევსების მომენტში, „ინტეზა სანპაოლოს“  ბანკში 4 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა, ხოლო  Jiulius Baer ბანკის ანგარიშზე 3 მილიონ 700 ათასი ევრო.

ქართულ ბანკებში, კერძოდ კი „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ბარათზე მას  49 ათას 433 დოლარი ედო.

დეკლარაციის შევსების მომენტში, კახა კალაძეს  ნაღდი ფულის სახით 11 ათასი ევრო და 9 ათასი დოლარი ჰქონდა, ხოლო ანუკი არეშიძეს – 8 ათასი ლარი.

კახა კალაძე ქველმოქმედებისთვისაც არ იშურებს თანხას.  გასულ წელს 270 ათასი ლარი აქვს გაცემული. აქედან „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი შეუწირავს.

2020 ნიუსი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *