„მესმის, რომ ეს არის სიმწრის ღიმილი“ – ნიკა მელია

2,342 წაკითხვა

„დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ქართული სახელმწფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის და სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი.

„აქ განთავსდება ქართველი ხალხის მიერ გამორჩეული მისი ნამდვილი წარმომადგენელი და ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი რაღაცა კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, ვიდრე ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს და მისი მეშვეობით დაუბრუნებს თავის ქვეყანას. ცოტა დრო რჩება, ვიდრე ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, როგორც სუვერენული ხალხი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მომავალის უპირველესი განმსაზღვრელი, როგორც ამ ქვეყნის მცხოვრების მთავარი ამწყობ-დამწყობი. რამდენიმეს გაგეღიმათ და მესმის, რომ ეს არის სიმწრის ღიმილი. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე ეს თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენია. დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ქართული სახელმწფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის, სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით და ივანიშვილი თქვენი მეშვეობით აყალიბებს, განამტკიცებს რუსულ რეჟიმს ქართულ მიწა-წყალზე ყველა თავისი ატრიბუტით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის მეშვეობით მთავრობის წარმომადგენლები ფეხქვეშ თელავენ ქართულ სახელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, კონსტიტუციას, ინსტიტუტებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მოქალაქეობრივ უფლებებს.

პირველირადიო

 

Next Post

ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს

ორშ სექ 9 , 2019
2,342 წაკითხვაშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ადვოკატისთვის უცნობია. „20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის […]

შესაძლოა მოგეწონოთ