„უკანონობაში და თვითნებობაში სოლიდარობა?!“ – ბონდო მძინარაშვილი

1,352 წაკითხვა

ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:

მერიის წინ, აქციაზე ვიღაც ამბობდა, – სოლიდარობას ვუცხადებთ და სადაც უნდათ, იქ მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთო!
აფრიკის დასახლებაში თვითნებურად დასახლებულებზე ამბობდა!
და, კანონი?! 
ვისაც სად მოეპრიანება, იქ უნდა შეეძლოს დასახლება?!
მიწის ნაკვეთის გამო ძმები ერთმანეთს ბარით და თოხით დასდევენ, მომიჯნავე მეზობლები სარწყავი წყლის გამო ერთმანეთს ხოცავენ და სახელმწიფო საკუთრებას ასე, თვითნებურად, სადაც უნდა, იქ უნდა დაეუფლოს ადამიანი?!
რა სოლიდარობაა ეს, – უკანონობაში და თვითნებობაში სოლიდარობა?!
ეს სოლიდარობა არ არის, ეს არის უკანონობის წახალისება

Next Post

„ოცნება თანდათან გონს მოდის, მადლობა კახა კალაძეს“ - პაატა ბურჭულაძე

ოთხ დეკ 16 , 2020
1,352 წაკითხვამსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თბილისის მერს კახა კალაძეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილისთვის ბინის ჩუქების გამო მადლობას უხდის. „როგორ მესიამოვნა! ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა! თანდათან მოდის ოცნება გონს და მართალია მხოლოდ სურათზე, მაგრამ მაინც კარგია, რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. მან გუშინ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას. […]