მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თბილისის მერს კახა კალაძეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილისთვის ბინის ჩუქების გამო მადლობას უხდის.
„როგორ მესიამოვნა!
ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა! თანდათან მოდის ოცნება გონს და მართალია მხოლოდ სურათზე, მაგრამ მაინც კარგია, რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი.
მან გუშინ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:
რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.
პატივცემულო მერო, გამიხარდა, რომ გაგახსენდათ თუ რა ბედნიერება ყოფილა უანგარო სიკეთის გაკეთება, რომელიც თქვენი უფროსისისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ოთხი წელია შეუჩერეთ ქართველ ხალხის უდიდეს ნაწილს და ფონდ „იავნანას“.
არა უშავს! სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!“ – წერს პაატა ბურჭულაძე.