„ეს ყველამ კარგად იცის და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში“ – მიხეილ სააკაშვილი

1,492 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ ფორმაშია და ის რომ საქართველოში ყოფილიყო მინიმუმ 50 პროცენტს აიღებდა.

„ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით, რომელმაც არა მხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველანაირი რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, არამედ აიღო ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით 35 პროცენტზე მეტი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50 პროცენტს.

ეს ყველამ კარგად იცის და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენ ვართ გამარჯვებული დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.

მე ძალიან ვამაყობ ოპოზიციური ერთობით და იმით, რომ დღეს საბოლოოდ ყველა ოპოზიციურმა ძალამ შეიტანა განცხადება, რომ ისინი უარს ამბობენ მანდატებზე. ახლა „ოცნება“ შეეცდება, გაწელოს პროცესი, დაიწყებს ვაჭრობას. კარგად ვიცი, რას სთავაზობდნენ, ორიდან-სამ მილიონამდე ჩვეულებრივ დეპუტატს. ჩვენ საუბარი გვაქვს არა იმ 90 მილიონერზე, რომელიც „ოცნებამ“ გაიყვანა პარლამენტში, არამედ საუბარი გვაქვს ძალიან ბევრს ადამიანზე, მათი უმეტესობა საკმაოდ ხელმოკლეა, მათთვის ის ხუთი ათასი ლარი ხელფასი ძალიან მნიშველოვანია. ამ ადამიანებმა ჩაიდინეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი რამ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Next Post

„ივანიშვილის ჭეშმარიტად ღირსეული ნაბიჭვარია..“ - ნინო ჯანგირაშვილი

ხუთ დეკ 17 , 2020
1,492 წაკითხვანინო ჯანგირაშვილმა თბილისის მერს  ივანიშვილის ღირსეული ნაბიჭვარი უწოდა „რატომ არის საძაგელი კაცი კალაძე: დღეს ასობით ადამიანს გაუმწარა ისედაც გაუსაძლისი ცხოვრება. შეეძლო ამ ადამიანების პრობლემას სისტემურად მიდგომოდა, შეესწავლა, იქნებ ის მიგდებული სახელმწიფო მიწა, სადაც ამდენმა უსახლკარო ადამიანმა სხვადასხვა დროს შეაფარა თავი და ქოხები აიშენა, დაუკანონოს, მიჰყიდოს სახელმწიფომ, რაღაც გამოსავალი მოძებნოს. არა! მიაყენა ჯარი და დალეწა. საღამოს ბიჭს, რომლის ცრემლიანი თვალების […]