ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, „რადიო იმედის“ ეთერში აცხადებს:
„თავდაპირველად საუბარი გვქონდა, რომ 24 -სთვის დაიგეგმებოდა სავაჭრო ცენტრების გახსნა, დღესდღეობით ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა ფორმატით შეიძლება სავაჭრო ქსელებს და სავაჭრო ცენტრებს მივცეთ ჩვენ იმის საშუალება, რომ მათ მოახდინონ საახალწლო გაყიდვები.
ვინაიდან თავდაპირველადაც იყო გარკვეული მსჯელობები და ეფექტი ეკონომიკაზე თვითონ ამ პერიოდის ვაჭრობის და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ, რომ საახალწლო პერიოდში არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ ეკონომიკის მდგრადობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია ის მცირედი საჩუქრების გაკეთება ოჯახის წევრებისთვის, რომელსაც ისინი შეიძენენ ამ პერიოდში.
თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისევ და ისევ უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა, რომელსაც ექნება შემდეგ დღეებში ინტენსიური კომუნიკაცია და კონსულტაციები კერძო სექტორთან და ისინი დეტალურად იმსჯელებენ თუ რა ფორმატის დაცვა მოუწევთ სავაჭრო ცენტრებს იმისათვის, რომ მათ შეინარჩუნონ ის დაპირებული გახსნები რომელზეც იყო თავდაპირველად საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რადიო იმედის“ ეთერში