ვეტერანის ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ვეტერანებთან მიმართებაში, გამოიწვია ის რომ ყველაზე უმძიმეს მდგომარეობაში, და მეტიც ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
1.) ათასობით ვეტერანი გამოყარეთ სამსახურებიდან და უმუშევრად დატოვეთ, აღარ ვამბობ რამდენი უსახლკაროდ დარჩა, რამდენი საბანკო სექტორებთან შიშველი ხელებით დარჩა, რამდენი ვეტერანი სოციალურად დაუცველ ფენად იქცა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სიდუხჭირეა, არ არსებობს სამუშაო ადგილები და რომც იყოს, ვეტერანების ასაკიდან გამომდინარე სხვა მოქალაქეთა მიმართებაშიც კი ვერ ჩადგება თანასწორ პირობებში, რადგან აქაც ასაკობრივ დისკრიმინაციას განვიცდით.
2.) ერთხელ და სამუდამოთ ხელისუფლებამ ვერ მოიცალა ვეტერანებისთვის, რომ მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა, კანონი ვეტერანის შესახებ და განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც კანონით იქნება დაცული ყველა ვეტერანის უფლებები.
3.) ვეტერანები დარჩნენ ისევ იმ 13 – წლის წინანდელ სუბსიდირების სახით დანიშნულ სამარცხვინო
22 – ლარზე, რომელსაც არც ფასების ზრდა, და არც ლარის ინფლაცია შეხებია, იქიდან გამომდინარე რომ ეს 22 – ლარი პირადად ჩემთვის მართლაც სამარცხვინოა, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ხალხი იღუპება და ხელისუფლება
60 000 000 მილიონით ხელფასებისა და პრემია დანამატების სახით გაზრდას ითხოვს, და ეს ყველაფერი მათთვის კიდევ არ არის საკმარისი აქედან გამომდინარე,
დღეს 17 – დეკემბერს
15 : 00 საათზე მე მოვალ კანცელარიასთან და გადმოგცემთ ჩემს კუთვნილ 22 – ლარს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
პატივისცემით ემზარ ქვარიანი.
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *