„ოცნებას“ ცუდად ექნება საქმე“ – დიმიტრი შაშკინი

1,391 წაკითხვა

„ქართული ოცნება“ თუ ნამდვილად მიიღებს ოპოზიციური პარტების რეგისტრაციიდან მოხსნისა და  დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონს, ის აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში. ამის შესახებ „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის უფლება, რადგან ეს არაკონსტიტუციურია და კანონს უკუძალა არ გააჩნია.

„ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ კანონს უკუძალა არ გააჩნია. „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერია გასაკვირი მას შემდეგ, რაც საარჩევნო ოქმები დახატეს და საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბეს.

ხელისუფლებას დიდი პრობლემები შეექმნება, თუკი ასეთ არაკონსტიტუციურ კანონს მიიღებს. აქ არ არის კანონის ინტერპრეტაციაზე საუბარი, აქ ირღვევა ფუნდამენტური პრინციპი იურისპრუდენქციისა და კონსტიტუციის“, – აცხადებს შაშკინი სააგენტოსთან საუბრისას.

შაშკინის თქმით,  საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ  2003 წლის ვარდების რევოლუციის გახსენებასა და „სტაფილოს წვენის“ დალევას არ უკავშირდება ირაკლი კობახიძის განცხადება ახალ „ინიციატივასთან“ დაკავშირებით, არამედ ეს გადაწყვეტილება მას ბევრად ადრე ჰქონდა მიღებული.

„ირაკლი კობახიძე დიდი ხანია ამ „ინიციატივით“ გვემუქრება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2003 წლის ვარადების რევოლუციის გახსენებასა და „სტაფილოს წვენის“ დალევას არ უკავშირდება კობახიძის ახალი „ინიციატივა“.

21-ე საუკუნეში მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა, თუმცა სამარცხვინო ადამიანისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?!

ბოლო-ბოლო ჩრდილოეთ კორეასაც კი არ ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, მართალია ხელოვნურად, თუმცა მაინც….

მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს და ოპოზიცია სტრასბურგში გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას“. – განაცხადა შაშკინმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს და სიები ჩახსნეს, სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. კობახიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ კანონროექტი ინიცირებულია და „საპარლამენტო საბოტაჟის“ წინააღმდეგაა მიმართული.

შეგახსენებთ, გუშინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ლიდერი ისაა, ვინც პარლამენტში ჩაის დალევს, როგორც ეს მან გააკეთა 2003 წელს, როცა ვარდების რევოლუციის დროს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მწვანე ჩაი დალია, როცა ხალხთან ერთად პარლამენტის პირველ სდომაზე შეიჭრა და ჩაშალა.

სხვათაშორის, სააკაშილმა ახსენა სტაფილოს წვენი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სასმელია. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას უპასუხა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Next Post

ვინ გახდება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

ხუთ დეკ 17 , 2020
1,391 წაკითხვავის განიხილავენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ – ეს კითხვა პოლიტ. პარტიულ ცხოვრებაში ერთ-ერთი აქტუალურია გრიგოლ ვაშაძის დაკავებული პოზიციიდან წასვლის შემდეგ. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პარტიაში სამ კანდიდატურაზე საუბრობენ და ესენი არიან: ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, წევრების უმეტესობა პარტიის თავმჯდომარედ მხარს ხატია დეკანოიძეს უჭერენ. მისი ინფორმაციით, კვირის ბოლოს კანდიდატზე საბოლოოდ შეჯერდებიან და პარტიულ ყრილობაზე დაამტკიცებენ, რომელიც ახალი […]

შესაძლოა მოგეწონოთ