„ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს“ – ჩაანაცვლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე?

1,140 წაკითხვა

გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლამ“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისევ კუ­ლი­სებ­ში გა­დის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის პოსტს ტო­ვებს და ავან­სცე­ნას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს უტო­ვებს. „ფორ­მუ­ლა ნი­უ­სის“ თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მის შემ­ცვლე­ლად მო­მა­ვალ კვი­რას გა­მარ­თულ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე და­ა­სა­ხე­ლებს. რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო წას­ვლა, რას გა­მო­იწ­ვევს მისი ეს ნა­ბი­ჯი “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და ვი­ხი­ლავთ თუ არა მის მე­ო­რედ მოს­ვლას მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ეს ერთხელ უკვე მოხ­და, ambebi.ge-თან ექ­სპე­რე­ტეი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე საუბრობს:

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

– ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა-არ­წას­ვლა, ბევ­რს ვე­რა­ფერს შეც­ვლის იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ისე, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ყვე­ლა­ფერს ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს და გან­კარ­გავს.

მე­ო­რე – და­ვუშ­ვათ, მი­დის და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ კო­ბა­ხი­ძეს ტო­ვებს. ნორ­მა­ლურ იერ­არ­ქი­ას რე­ა­ლუ­რი იერ­არ­ქია ანაც­ვლებს, ამ­დე­ნად აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად აქვს გავ­ლე­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე იმა­ვე კო­ბა­ხი­ძეს, გა­ხა­რი­ას, ან კა­ლა­ძეს იმი­ტომ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ღე­ბუ­ლობს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც ეხე­ბა იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის, ახლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში არა მგო­ნია, მან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. შე­საძ­ლოა, მან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, გახ­სოვთ, წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, პო­ლი­ტი­კი­და­ნაც, მაგ­რამ მერე გა­მოჩ­ნდა და თქვა, კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობ­და, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვიო. რომც წა­ვი­დეს, მისი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე ჩანს, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, მა­ინც არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა.

ან ამას ვინ­მე და­ი­ჯე­რებს ქვე­ყა­ნა­ში? იმა­ვე “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და? რა თქმა უნდა, ილა­პა­რა­კე­ბენ, რომ წა­ვი­და, თუ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. მაგ­რამ ასე იყო ლა­პა­რა­კი მა­ში­ნაც, რო­დე­საც პრე­მი­ე­რის პოს­ტი და­ტო­ვა და თქვა, მე გა­ვე­დი პო­ლი­ტი­კი­დან და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ იცი­თო, მაგ­რამ მერე მობ­რუნ­და.

ჩვენ ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს. ივა­ნიშ­ვილს შე­საძ­ლოა გულ­წრფე­ლად, მარ­თლა უნ­დო­დეს წას­ვლა და არ უნ­დო­დეს ამ ორომ­ტრი­ალ­ში ყოფ­ნა, სა­დაც მის გვარ-სა­ხელს ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა არც ისე­თი ად­ვი­ლია, რო­დე­საც შენ ხარ ერთ-ერთი (თუ ერ­თა­დერ­თი არა) გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში – უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სე­ბია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი…

ასე უბ­რა­ლოდ, და­ი­ხუ­როს ქუდი და წა­ვი­დეს, მგო­ნია, ამას უბ­რა­ლოდ, ვერ შეძ­ლებს, ვერ გა­ა­კე­თებს, მანდ სხვა პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა, იქ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია შინ თუ – გა­რეთ. ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რი რომ იყოს, მა­შინ, პრობ­ლე­მა არაა, მაგ­რამ როცა ლი­დე­რია, ლი­დე­რის წას­ვლა პრობ­ლე­მაა. აგერ, ვა­შა­ძე წა­ვი­და და არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში”, მაგ­რამ მიშა რომ წა­ვი­დეს, მა­შინ სხვა თე­მაა. ბი­ძი­ნას წას­ვლა იმას გა­მო­იწ­ვევს, რომ “ოც­ნე­ბა­ში” აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა შიდა პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლე­ბი. კუ­ლუ­ა­რებ­ში ახ­ლაც მი­დის, მაგ­რამ მერე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ივა­ნიშ­ვი­ლი თუ წა­ვი­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც, ასე რომ, ასე მარ­ტი­ვად ეს არ გა­მო­ვა. ან ასეთ წას­ვლას რა აზრი აქვს? მთა­ვა­რია, ისე წა­ვი­დეს, ყვე­ლამ და­ი­ჯე­როს, რომ მარ­თლა წა­ვი­და. ეს რომ და­ი­ჯე­რონ, ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი იმა­ვე პარ­ტი­ა­ში.

Next Post

„შეეცადეთ პატიოსნად გასცეთ ამ კითხვას პასუხი“ – ზურაბ გურული

პარ დეკ 18 , 2020
1,140 წაკითხვაამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსლში წერს: „რატომ ბოიკოტი ემოციური და პათეტიკური ფაქტორები მოვხსნათ და სუფთა პრაგმატულ ჭრილში განვიხილოთ, რატომ არის საჭირო ბოიკოტი. ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება. არავითარი პრინციპები, ღირებულებები, მწყობრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური თუ ეკონომიკური შეხედულებები და ა.შ. ამიტომაც არის ქართული პოლიტიკური სისტემა ფეოდალური, ბელადებზე აგებული პრიმიტიული სტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ ორი […]

შესაძლოა მოგეწონოთ