ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროტესტის ნიშნად ორმა წევრმა დატოვა

4,133 წაკითხვა

2020 წლის 19 დეკემებერს, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ერთდროულად ორმა წევრმა, ნინო კაკულიამ და მანუჩარ პირველმა დატოვა.

მიზეზი გახდა ქარტიის მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე უარი, რომელშიც პირობითად მოსარჩელე (პრეზიდენტის ადმინისტრაცია) ითხოვდა რეაგირებას ნიკა გვარამიას მიერ, სალომე ზურაბიშვილისადმი გამოთქმულ უცენზურო და შეურაცხმყოფელ ფეისბუქ პოსტებზე, რაზეც ქარტიამ განმატა,რომ  ისინი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პირად პოსტებზე რეაგირებას არ ახდენენ.

ამასთან დაკავშირებით მანუჩარ პირველმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რატომ დატოვა თანამდებობა:

“ამ განცხადების საფუძველზე ვტოვებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას.
ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის.

განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩური არეულობისაკენ.

დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“. დაუძახო ქალ პრეზიდენტს “ყლე” – არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა – ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად.”- წერს მანუჩარ პირველი.

ნინო კაკულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრი იყო, მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ასევე,  პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი ქარტიის უარი გახდა, ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნინო კაკულიამ თანამდებობა დატოვა, მისი რეკომენდაციებია, რომელიც დანარჩენმა წევრებმა არ გაითვალისწინეს:

ნინო კაკულია:

” მე, როგორც ამ ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრმა მინდა დავწერო განცხადება პოსტიდან წამოსვლაზე, რადგან სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და მეორე წევრმა არ გაიზიარეს ჩემი რეკომენდაციები.

ჩემი რეკომენდაციები გახლდათ შემდეგი:

1) სარევიზიო კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობებში მომავალში უნდა შედიოდეს ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმიანობის რევიზიაც, ანუ სარევიზიო კომისიას უნდა ქონდეს საბჭოს საქმიანობის (საქმეების განხილვის) ანალიზის, შეფასებებისა და დასკვნების გაკეთების ფუნქციაც.

ამ ახალი ვალდებულების საჭიროება იკვეთება სწორედ რომ ქარტიის საბჭოს მოქმედების პოლიტიკიდან. ვეყრდნობი რა საზოგადოებრივი აზრის გამოვლინებებს, როგორც ქარტიის წევრს არასაკმარისად მიმაჩნია ქარტიის საბჭოს გამოხმაურებები ქართულ მედია-გარემოში განვითარებულ პროცესებსა და კერძოდ, ეგრეთ წოდებული პარტიული ტელევიზიების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ, ცილისმწამებლურ და უკიდურესად შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

მაშინ, როდესაც უცხოელი დამკვირვებლები თუ ექსპერტებიც კი მიუთითებენ ამ ქვეყანაში პარტიული ტელევიზიების არაეთიკურ საქმიანობაზე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია არ უნდა წაუყრუებდეს ქვეყანაში ამ უსერიოზულეს პრობლემას. როდესაც ქარტია საუბრობს მედიაში თვითრეგულირების შეზღუდვის პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებულ შიშებზე, პარალელურად მას აქვს ვალდებულება – საჯარო განცხადებებით დაგმოს მავნე ტენდენციების გამოვლინებანი მედიაში.

სწორედ ამ ფუნქციების, ქარტიაში შემოსული საქმეების განხილვის შედეგების ანალიზისა და შეფასებების პოლიტიკური (წმინდა გაგებით) უფლება უნდა მიეცეს სარევიზიო კომისიას. ამ უფლების მინიჭებით (ამ კუთხით კონტროლის შემთხვევაში) ქარტიის მოქმედების პრინციპები უფრო დაბალანსებული იქნება და გამორიცხავს, რიგ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს კომისიის წევრთა სუბიექტივიზმს (საქმეების განხილვისას, მედია-გარემოში არსებულ პრობლემებზე განცხადების გაკეთებისას და ა.შ.).

2) ქარტიის სხვა წევრთა შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინების რევიზიასაც უნდა ახდენდეს სარევიზიო კომისია, რადგან ქარტიის წევრთა შორის ბევრი ღირსეული წინადადება თუ შენიშვნა გამოითქმის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება საზოგადოებრივ აზრს – გავრცელებულს ქარტიის საქმიანობაზე/შეფასებებზე. (მაქვს ინფორმაცია, რომ ქარტიის რამდენიმე წევრმა იმ მიზეზით დატოვა ქარტია, რომ მათ განცხადებებსა თუ შენიშვნებს ყურად არ იღებდა ქარტიის ხელმძღვანელობა და მისი ქარტიაში წევრობის აზრი ვერ დაინახა.)
როდესაც ამირჩიეს ამ პოზიციაზე და ფეისბუქში დავწერე ამის შესახებ, მეგობრებმა და სხვა ადამიანებმა გამომიცხადეს ნდობა და გამოთქვეს იმედი, რომ ქარტიაში რაღაც სეიცვლებოდა.

დღეს ვისმენ განმარტებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა. ქარტია თვლის, რომ ფეისბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს. და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება და იმედია გამიგებთ, მეგობრებო.“- წერს ნინო კაკულია.

Next Post

„დავწერდი აქ ერთი-ორ სიტყვას იმ ენაზე, რომელსაც იმსახურებს ეს პერსონაჟი, მაგრამ...“ - სოსო მანჯავიძე მარგველაშვილზე

კვი დეკ 20 , 2020
4,133 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ იმეორებს ადრე გაკეთებულ გასაოცარ განცხადებებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულიც რომ არ იყოს, ხელახალი არჩევნები მაინც უნდა დაინიშნოს, რადგან ამას ითხოვს ოპოზიცია. მარგველაშვილი ამ თავის თეზისს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ხსნის. მისი აზრით, ოპოზიციას არ უნდა აინტერესებდეს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და აქვს უფლება მანამდე ითხოვოს ვადამდელი […]

შესაძლოა მოგეწონოთ