„მღვდლებმაც უნდა ამოიღონ ხმა…ნუ გეშინიათ“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

963 წაკითხვა

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, ქადაგებისას განაცხადა, რომ სამღვდელოებამ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

”ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და არაფერი არ გვემუქრება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცეებს ვასწავლიდით. ახლა სხვა მღვდლებმაც უნდა ამოიღონ ხმა, ნუ გეშინიათ კაცო,

ჯანსაღ განცხადებას როცა აკეთებს მღვდელი ამ პანდემიის დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტი ადამიანი გადაურჩეს დაინფიცირებას და ჯანმრთელობა არ დაუზიანდეს“,- განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

Next Post

„ნაცვლიშვილი და ფარცხალაძე ღარიბაშვილთან შეხვედრას მთხოვდნენ, უარის შემდეგ...“ - ნიკა მელია

კვი დეკ 20 , 2020
963 წაკითხვაერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ 2013 წელს მას, “ოცნების” წარმომადგელნები, ლაშა ნაცვლიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, სთხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მის გაცნობას. ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ მას “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალი წაუყენეს. 2013 წლის დასაწყისში, სანამ თბილისის მერობის კანდიდატად დავსახელდებოდი, მაშინდელი, “ქართული ოცნების” ორი გავლენიანი ადამიანი შემხვდა, […]