„ნაცვლიშვილი და ფარცხალაძე ღარიბაშვილთან შეხვედრას მთხოვდნენ, უარის შემდეგ…“ – ნიკა მელია

1,573 წაკითხვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ 2013 წელს მას, “ოცნების” წარმომადგელნები, ლაშა ნაცვლიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, სთხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მის გაცნობას. ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ მას “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალი წაუყენეს.

2013 წლის დასაწყისში, სანამ თბილისის მერობის კანდიდატად დავსახელდებოდი, მაშინდელი, “ქართული ოცნების” ორი გავლენიანი ადამიანი შემხვდა, ვიყავი მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ერთი იყო, ლაშა ნაცვლიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე და დიდი უფლებებით სარგებლობდა, დღეს საერთოდ მთავარი იდეოლოგია “ქართული ოცნების”, მეორე იყო ოთარ ფარცხალაძე, საერთო ახლობლების მეშვეობით დამიკავშირდნენ და შევხვდი ამ ხალხს, და თხოვნა იყო, რა, რომ – ირაკლი ღარიბაშვილი და შენ ხართ ერთი თაობის წარმომადგენლები და გვინდა, რომ შეგახვედროთ, ერთი კვირის ინტერვალით იყო ეს ორი შეხვედრა.

მე ვეუბნებოდი, რატომ უნდა შევხვდე? და ვუპასუხე მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მართლა არ მაქვს ინტერესი და პლუს-მეთქი იმდენად მიუღებელია “ქართული ოცნება” ჩემთვის სურვილიც არ მაქვს-მეთქი, კარგი იქნებოდა, რომ შეხვედრილიყავითო. ეს შეხვედრა რომ ვერ შედგა, დაახლოებით ერთ თვეში ბრალი წამიყენეს, -იხსენებს “მთავართან” ნიკა მელია.

Next Post

„ნიკა მელია ინგლისში ქათმების რესტორანში მუშაობდა” – პოლიტიკოსის აქამდე უცნობი ფოტო

კვი დეკ 20 , 2020
1,573 წაკითხვანიკა ნოზაძემ ფეისბუქში დაწერა: „ნიკა მელიას უცნობი სურათი დაამთავრა მაგისტრატურა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში და გახდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ნიკა მელია ინგლისში სწავლის პარალელურად მუშაობდა კიდეც, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმების რესტორანში „ბევრი რამ გადავაფასე, ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიარე. დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებ ასეთ ადგილებში დასაქმებულ ახალგაზრდებს” – ამბობს მელია. როგორც თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბედის ირონიაა, […]