„მოკლედ დავწერ, რატომ არასოდეს ეღირსება გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა“

2,557 წაკითხვა

ჟურნალისტ ნუკა არველაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

„მოკლედ დავწერ ავხსნა, რას ნიშნავს ,,ოპოზიცია შესაცვლელია“ და რატომ არასოდეს ეღირსება გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა!

2012 წლამდე რა ოპოზიციაც იყო, ის არის ახლაც ოპოზიცია – ერთი ორი სუბიექტის გამოკლებით, რომელიც არაა გამორიცხული ხვალ მათ გვერდით ვიხილოთ

ივანიშვილმა შეძლო და შეცვალა ოპოზიცია, ანუ ბრძოლა სააკაშვილის და მისი სბროდის წინააღმდეგ თავისი წესებით აწარმოა და სუფთა მოგებით დადო ზურგზე 

ივანიშვილმა სუფთა წესებით ითამაშა, გვერდით კი უმრავლესობა ბინძური წარსულით და სულით სავსე ადამიანები ედგა, რომლებიც საკუთარი ინტერესების გასატარებლად არათუ მას, ქვეყანასაც ერთ ლარად გაყიდიდნენ და ახლაც ასე იზამენ, რომ არა საზოგადოება, რომელიც დღემდე ივანიშვილისა და მისი ჯანსაღად მოაზროვნე გუნდის ერთგულია!

ხშირად ითქვა და კიდევ არაერთხელ ვიტყვით ივანიშვილის ნდობა გამოიყენა და ხო, ეს ასე იქნება – რადგან როგორც მარგველაშვილს ჰგონია რომ თავისით გახდა პრეზიდენტი და ,,მაგარი რეიტინგი” აქვს, როგორც გუბაზას თავი მაგარი პოლიტ-ტექნოლი ჰგონია,  ნინო გოგუაძეს მაგარი პოლიტპიარ სპეციალისტი, არმაზ ახვლედიანს თავი წარმართი არმაზის თანასწორი, დეკანოიძეს მაგარი რეფორმატორი, და ა.შ. 

რეალურად კი თავად იციან რომ წაჭრილი ფრჩილის ფასი არ აქვთ ხალხში! 
პოლიტიკური ველის გრძელვადიანი წმენდა – აი დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს ივანიშვილის 2012 წლის შემდგომი პოლიტიკა – თაობა უნდა გაიზარდოს, აი ეს სბროდი კი თავისით უნდა გაეშვას ხალხის ნერვებზე თამაშს!!

წინ კიდევ დიდი ნერვების ომი, პანდემიის ურთულესი და პოსტპანდემიის პერიოდია!

სწორედ ამ სირთულის გამოყენებას აპირებენ ხელისუფლების დასამხობად “გაერთოპოზიციის” იდეინი ვიგინდარები!

აი აქამდე ვერ აჯობეთ და ამის მერეც ვერ გაგივათ, ივანიშვილის პოლიტიკური დამარცხება, დანარჩენზე ხომ საერთოდ აჯობებს გაჩერდეთ!

კარგად დააკვირდით – 2012 წლამდე და მერე ეს ორი ადამიანი(კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი) დგას მასთან ერთგულად და ეს დიდი ძალაა! – არიან სხვებიც და მათი ერთგულების ფასიც ძალიან ძლიერია – და ყველაზე მთავარი – ხალხია, რომელიც ფასდაუდებელი რესურსია პოლიტიკაში!

მე რომ ხშირად მეუბნებოდით ზოგზოგიერთები, პოლიტიკანები და მედროვეები – დროა პროფესია შეიცვალოთ“– წერს ნუკა არველაძე.

Next Post

„არც კი იციან რომ შვილი აღარ ჰყავთ“ – მაია კაჭკაჭიშვილი ოჯახში მომხდარ პირად ტრაგედიაზე წერს

კვი დეკ 20 , 2020
2,557 წაკითხვარაც დრო გადის მით უფრო ვიაზრებ მდგომარეობას ვცარიელდებიდა სასოწარკვეთილება მეუფლება, – ამის შესახებ კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან რომ შვილი აღარ ჰყავთ (ჩემი დიდი ბავშვი ბიძიკო). ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ. ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა რომლის იმედიც მაქვს სად ვიშოვო? […]