გლდანში დაკავებული გიორგი მერაბიშვილი აშშ-ის მოქალაქეცაა – რა კონფლიქტი აქვს მას ცოლთან

1,999 წაკითხვა

გლდანში გუშინ მომხდარ შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ცნობით, 29 წლის გიორგი მერაბიშვილი ხელყუმბარის აფეთქებით ბიძის სახლში იმუქრებოდა.

სოფელ გიორგიწმინდაში სტუმრად მისულმა გიორგი მერაბიშვილმა წინააღმდეგობა მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს გაუწია. ინციდენტის დროს სახლში 18 და 14 წლის მოზარდები იმყოფებოდნენ.

29 წლის ბრალდებული ბიძის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლემ მის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელყუმბარა არ ჰქონია.

დაკავებული დღემდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი.

გიორგი მერაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – როგორც საქართველოსი, ასევე აშშ-ის.

პრაიმ ტაიმი

Next Post

„გავრილოვის ჩამოსვლამდე ტრანსფარანტები 10 დღით ადრე ჰქონდათ დაბეჭდილი“ - ირაკლი კობახიძე

კვი დეკ 20 , 2020
1,999 წაკითხვა„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განცხადა. კითხვაზე, როგორც ფიქრობს, გავრილოვი, რუსეთი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ, კობახიძემ უპასუხა: „ამას არ გამოვრიცხავ, რადგან 10 დღით ადრე მათ ტრანსფარანტებიც კი ჰქონდათ დაბეჭდილი“. […]