„გავრილოვის ჩამოსვლამდე ტრანსფარანტები 10 დღით ადრე ჰქონდათ დაბეჭდილი“ – ირაკლი კობახიძე

1,409 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განცხადა.

კითხვაზე, როგორც ფიქრობს, გავრილოვი, რუსეთი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ, კობახიძემ უპასუხა: „ამას არ გამოვრიცხავ, რადგან 10 დღით ადრე მათ ტრანსფარანტებიც კი ჰქონდათ დაბეჭდილი“.

მისივე თქმით, ინფორმაცია შესაბამისი სტამბიდან აქვს.

კითხვაზე, ჩატარდა თუ არა ამაზე გამოძიება, კობახიძემ უპასუხა: „ეს ინფორმაცია მე პირადად არ მიმიწოდებია“.

„მაგას ვერ დააბრალებ გამოძიების კუთხით, ის რომ გინდა, თუ არა იცოდნენ, შეიძლება, დავუშვათ, რისკები ჰქონდათ გათვლილი – ყველაზე რბილი ვარიანტიდან ამოვიდეთ. ესეც დანაშულია ხომ, როცა შენ წინასწარ რაღაცა შეცდომაზე თვლი და ამაზე აგებ რადიკალურ სცენარს, ესეც ერთგვარი დანაშაულია“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ზოგადად ოპოზიციისა და რუსეთის ქმედებებს შორის სინქრონს ხშირად ხედავს.

„ჩვენ ზოგადად სინქრონს ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ქმედებებს შორის, ამ ოპოზიციის, თავის დროზე ხელისუფლების ქმედებებსა და რუსების ქმედებებს შორის. 2008 წელს სინქრონში ვინ მოქმედებდა? – საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება. სინქრონით ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგეთ“ , – განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge

Next Post

„21 დეკემბერს იწყება ცვლილებები, რომელიც სამყაროში 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება!” – ნინო თოლორდავა

ორშ დეკ 21 , 2020
1,409 წაკითხვანინო თოლორდავას პოსტი ფეისბუქში: „ხვალ, 21 დეკემბერს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეა! 21 დეკემბერს იწყება ის ცვლილებები, რომლის მსგავსი სამყაროში, 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება! 21-ში არის მზებუდობა – ახალი მზის დაბადება. ფაქტობრივად, ძველი მზე კვდება, ასე ვუწოდებთ ამ მოვლენას ასტროლოგიაში. ამასთან, საზოგადოება და სამყარო გადადის ცნობიერებისა და მენტალური განვითარების მეხუთე განზომილებაში. ხდება კვანტური ცვლილება, ასეთი რამ 3 ათას წელიწადში ერთხელ […]

შესაძლოა მოგეწონოთ