„აი, ამ ყველაფრის მერე, მარგო პრეზიდენტი თქვენზე ათი თავით მაღლა დგას“ – გულბაათ რცხილაძე

გულბაათ რცხილაძის პოსტი ფეისბუქში:
„ამ მარგოსგან რა უნდათ ბიძინისტებს, გასაგებად ვერ ხსნიან. ჰო, გავიგეთ, რომ ბიძინაშვილის ხათრით აირჩია ხალხმა ეს ტიპი პრეზიდენტად. მაგრამ ხომ პრეზიდენტად აირჩიეს და არა ბიძინას შესტიორკად? ჰოდა, გაუჩნდა კაცს თავისი შეხედულებები და დამოუკიდებელი ქმედებები. ახლა ხომ არის პრეზიდენტად მადამ ზურაბი – თან შესტიორკობს, თან ვითომ ძაან დამოუკიდებელია. მაგრამ მარგოზე ნაკლები ბოროტება გამოავლინა? თუკი მარგომ თავისი ცოლის ნათესავები გაათავისუფლა პატიმრობიდან და ასე გამოიყენა ბოროტად პრეზიდენტის კომპეტენცია, მადამ ზურაბიმ გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი გაათავისუფლა სრულიად არამოტივირებულად, ერთი შეხედვით (სინამდვილეში კი თავისი ავადმყოფურ-შიზოიდური “ანტიბოლშევიზმის” გამო, რადგან აწ განსვენებული აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ამ შიზოიდის წარმოდგენაში “ბოლშევიკია”.
ახლა შუშის სასახლეზე ვთქვათ: რომ წაეჩმორა მადამ ზურაბი ივანაშვილს და არ ზის იმ შუშის სასახლეში, თქვენთვის რამე შეიცვალა?! ხალხისთვის გაიხსნა ეგ სასახლე? პიონერები დადიან მანდ თუ კოლექტივის მშრომელები? რატომ არ ხსნიან კოვიდ-დაავადებულების დროებით ჰოსპიტალს, თუნდაც? … აი ამ ყველაფრის მერე, მარგო პრეზიდენტი თქვენზე ათი თავით მაღლა დგას და თქვენი დასაცინი არაფერი აქვს. ბიძინას ხათრით ხან მარგოს აირჩევთ, ხან მადამ ზურაბის და ხვალ რომ გიბრძანოთ ბიძინამ, რომ ჩემი ფეხები აირჩიოთ, ჩემს ფეხებსაც აირჩევთ. ასეა თქვენი საქმე.“
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *