პარლამენტი წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენას იწყებს

1,358 წაკითხვა

დღეიდან პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, პარლამენტს ასევე წარედგინა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

21 დეკემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც შესაბამისი პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ხვალვე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ დავით ზალკალიანს შეხვდებიან.

თემატური მოსმენები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე 22 დეკემბერს გაგრძელდება.

23 დეკემბერს კი, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

ipn.ge

Next Post

„კანდიდატად ორი ყაჩაღი შეარჩიეს“ – ზაალ ანჯაფარიძე

ორშ დეკ 21 , 2020
1,358 წაკითხვაანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „გრიგოლ ვაშაძემ თავის წასვლით „ნაცებს“ შანსი მისცა. მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ორი ყაჩაღი შეარჩიეს. თუმცა, ჰქონდათ კი სხვა არჩევანი, პარტიის ბუნებიდან გამომდინარე?!“ – წერს ანჯაფარიძე.

შესაძლოა მოგეწონოთ