დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში და რას იკვლევენ ეპიდემიოლოგები

1,490 წაკითხვა

კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, ჩვენ რამოდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა მათ მასალას იკვლევენ.

„მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა, უშუალოდ ბრიტანეთთან დადასტურებული შემთხვევა, ბოლო 2 კვირაში არ გვქონია, მაგრამ გარკვეული ევროპული ქვეყნიდან ვინც არიან შემოსული და დაუდასტურდათ ვირუსი, იმათ ვიკვლევთ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი შტამი ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ შედარებით ადვილად გადადის.

„კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ, შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე მოტრიალე. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუხანიდან წამოსული შტამები იყო. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს (ვირულენტობას). კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ, ვაქცინა მასზეც იმოქმედებს,”-განაცხადა მან.

Next Post

„ოცნების“ დეპუტატის გამოგონება – როდის დანერგავენ მინისტრები ახალ „კულტურას”?

ოთხ დეკ 23 , 2020
1,490 წაკითხვადიდუბის რაიონის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირმა ზავრადაშვილს ერთი პრეტენზია აქვს, მისი თქმით, ახალი „კულტურა“ უნდა დაინერგოს, რომელიც საზოგადოებისთვის სამინისტროების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.აღნიშნული ინიციატივა ზავრადაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინა. “იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ