ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი თეიმურაზ გიუნაშვილი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ოჯახი თეიმურაზ გიუნაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.  მათი თქმით, საქმეში ჩართულია პოლიციაც, თუმცა, სამხედროს კვალს ამ დრომდე ვერ პოულობენ. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი სოფელ ფლავიდანაა, ოჯახი ამბობს, რომ ის სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი ბაზაზე 28 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

„არსად არ არის აბსოლუტურად, ესე იგი, კვალწმინდად ჩაიყლაპა, გამოვიდაო დილითაო და ესე იგი ტელეფონი დატოვა ბალიშის ქვეშ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ტელეფონს ჯიბიდან არ იშორებდა, არსად არ არის, არც ნათესავებში, არც მეგობრებთან, რა მოხდა ვერ ვიგებ”, – ამბობს ოჯახის წევრი.
ოჯახის ინფორმაციით, ბაზიდან ჯარისკაცი 11-ის 20 წუთზე, არასამხედრო ტანსაცმლით გავიდა, თან არაფერი წაუღია, ერთ საათში კი მისი კვალი დაიკარგა.

ოჯახი პასუხებს თავდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

მთავარი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *