„„ეს არის საარაკო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი“ – ბაია პატარაია

1,193 წაკითხვა

ბაია პატარაიას პოსტი ფეისბუქში:

„ეს არის საარაკო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი. წლებია ეს ქალი სასჯელს იხდის შვილების ცემაზე, მაშინ როცა არ უცემია. დღეს ამას ბავშვებიც ყვებიან და ყველამაც იცის, მაგრამ ინგა მაინც ციხეშია, არ იწყალებდა კომისია და არც ელექტრო სამაჯურით უშვებდა შინ, სანამ არ მოვუგეთ საქმე. შობამდე ის გარეთ იქნება.
ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაინც დავამტკიცებთ, რომ უბრალო ქალი ჩასვეს ციხეში პროკურორის გულგრილობის გამო, რომელმაც სერიოზული მტკიცებულებები არ წარადგინა სასამართლოში და მოძალადე კაცს საშუალება მისცა მოეტყუებინა მართლმსაჯულების სისტემა. ის კაცი უკვე ციხეშია, მაგრამ ინგას ღირსება ჯერ კიდევ აღსადგენია.
ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“.

Next Post

„პატრიარქის მაგინებელი ნიკა გვარამიას მეგობარი, ნაცი თამარ ჭოხონელიძე...“- გიორგი გიგაური

ხუთ დეკ 24 , 2020
1,193 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გიგაური, სოციალური ქსელით ეხმაურება მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს, რომელმაც თქვა, რომ შობის დღეს ტაძარში არ აგალობებენ: „პატრიარქის მაგინებელი ნიკა გვარამიას მეგობარი ნაცი თამარ ჭოხონელიძე, ფარისევლურად შეწუხებული სახით, აი, რა ბნელია ქართული ეკლესიაო, საპატრიარქოს სოროსვიზიებში უჩივის, ტოლერანტობისთვის დამსაჯეს და სამების ტაძარში, შობაზე ტრადიციული გალობა ამიკრძალესო! არადა, ამ „მგალობელმა” გასულ 17 მაისს, კატეგორიული უარი თქვა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის […]