ინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში:
„ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება . დღეს გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა, პატარა, საყვარელი ბავშვები, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო, პიურე და კატლეტიო, ამბობდნენ.
ხომ ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვების ასეთ სიდუხჭირესა და ოცნებებზე ვინმე მოახერხებდა და ამას დაწერდა . მინდა,რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი . თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი (მგონი ბაღის გამგეცაა, თუმცა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საბავშვო ბაღში რომ მუშაობს, უწერია)…
ხოდა აი, რა რეაქცია აქვს ამ ბავშვების სულისშემძვრელ ოცნებაზე, ბავშვებზე, რომლებიც საჭმელზე ოცნებობენ . .
სახედაკარგული და უზნეო ადამიანი როგორია, ამ ბავშვების სახეებზე და ამ ქალის რეაქციით მიხვდებით. რა ხალხი გყავთ დასაქმებული იქ, სადაც ბავშვები არიან.“
ინგა გრიგოლიამ შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.