„ვანო ზანდარაშვილმა ზურაბ საჩიშვილს მანქანაში ესროლა“ – რას ყვება მიხეილ მიქელაშვილი

1,540 წაკითხვა

თვითმხილველების ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო.

„დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ის ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ამბავი.

მანქანის გაჩერების ხმა იყო, გაჩერდა მანქანა და მანქანაში ესროლეს, დაგუდული ხმა იყო, გარეთ ნასროლი არ იყო. მგონი ოთხნი იყვნენ, ნასვამები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ასეთი ამბავი“,-აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.„რუსთავი 2“ საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.

პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავა.

Next Post

„ოღონდ ამირან გამყრელიძე და „ბეზრუკავკიანი“ პაატა არ იყვნენ ქვეყნის მეკვლეები და..“ - ირაკლი ოქრუაშვილი

კვი დეკ 27 , 2020
1,540 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ცხოვრება რთულია, მშვენიერი და საინტერესო. წელს ისეთი მეკვლე მყავდა, ვერც გამოიცნობთ და ვერც ინატრებთ. კარი რომ გაიღო მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი – მარჯვენა ფეხით შემოდითქო, ციხის დირექტორი იყო. ამ ახალ წელს, ოღონდ ამირან გამყრელიძე და „ბეზრუკავკიანი“ პაატა არ იყვნენ ქვეყნის მეკვლეები და ციხის დირექტორზეც თანახმა ვარ.