„მეორე ადამიანია ეს თვალთხარია რუსაპეტა, ვის დაკრულზეც ვცეკვავ“ – მეგი გოცირიძე

1,390 წაკითხვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ვირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა ისე მინდა გარეთ გასვლა და გასეირნება ლამის გავგიჟდე! ამ ქვეყნად ერთადერთი ადამიანი დედაჩემია, ვინც ცხრა საათის შემდეგ გარეთ არ მიშვებდა და სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ცხრამდე სულ თავ-პირის მტვრევით გავრბოდი სახლში ათის ხუთ წუთზეც ვერ მივიდოდი, ზუსტად ცხრაზე და მორჩა, ვეკითხებოდი, რატომ რვაზე არა ან ათზე მეთქი, ცხრაზე და მორჩაო მპასუხობდა.

გათხოვილი ვიყავი და ძლივს გადაეჩვია ცხრაზე დარეკვას და გარკვევას სახლში ვიყავი თუ არა, ახლა მეორე ადამიანია ეს თვალთხარია რუსაპეტა, ვის დაკრულზეც ვცეკვავ, ცხრაზე სახლში უნდა იყოვო მიბრძანა და მორჩა, ვეკითხები ათზე რატომ არა მეთქი ან რვაზე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი, თავი რო გაუხმეს ამ რუსაპეტას და რას წარმოვიდგენდი ამდენი წლის შემდეგ, დედაჩემის გარდა ვინმეს თუ მივცემდი იმის უფლებას, ცხრაზე სახლში გამოვემწყვდიე. ფეხების ბაკუნის სმაილი“- წერს გოცირიძე.

Next Post

„არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე? - მითხრან, თემო კიდიხარ მთავრობას...“ - თემურ თათარაშვილი

კვი დეკ 27 , 2020
1,390 წაკითხვამომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „მეგობრებო ღამე გადავწყვიტე დაწერა რო იქნება დილამდე ვინნემ მიპასუხოს, გავაგზავნე 300 ლარიანი თვითდასაქმებულების დახმარება და არც კი მიპასუხა არავინ, მაინტერესებს რა ჯიშს და რა უბედურებას მივეკუთვნები , უსაქმური ვარ? არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე? თუ რამე სხვა ბიზნესი ამომიქექეს ისეთი რომელიც მე არ ვიცი თუ მქონია? იქნება ვინმემ მითხრას რა ხდება? ისიც […]