ჯანმო ადასტურებს – „კოვიდ 19“ ჩინეთში არ წარმოშობილა და ვირუსის წარმომავლობის გამოძიება ახლა იწყება

1,503 წაკითხვა

მომავალი წლის იანვარში ორგანიზაცია ათკაციან ექსპერტთა ჯგუფს გააგზავნის ჩინეთში, რათა გამოკვლეულ იქნას Sars-CoV-2-ვირუსის წარმოშობა და დადგენილ იქნას მისი შესაძლო შუალედური გადამტანი. ჯგუფში გერმანიის წამყვანი პროფილური კვლევითი ცენტრის, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენელიც იქნება.

გერმანული გამოცემა DIE WELT -ის სამეცნიერო განყოფილების შეფ-კორესპონდენტი ნორბერტ ლოსაუ თავის სტატიაში ჯანმოს ერთ-ერთ სამუშაო დოკუმენტზე მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ადგილი, სადაც ეპიდემია პირველად დაფიქსირდა, მაინცადამაინც არ არის მისი წარმოშობის ადგილიც. ზოგიერთი გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ სანამ ახალი სნეულება აღმოჩენილი იქნებოდა, Sars-CoV-2  უკვე გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს. „დი ველტის“ ჟურნალისტი ასევე ჯანმოს ჯერ გამოუქვეყნებელ, სამუშაო დოკუმენტზე მითითებით აღნიშნავს, რომ „კოვიდ 19“-ით დაავადებების შემთხვევები ჩინეთში ამ დაავადების არსებობის ოფიციალურად დადასტურებამდეც არსებობდა, მაგრამ საკუთრივ „კოვიდის“ წარმოშობის დრო და არც ადგილი დადგენილი არ არის.

რაც აქამდე დაადგინეს მეცნიერებმა, არის ის, რომ Sars-CoV-2-ის გენი 96%-ით ემთხვევა ღამურების ორგანიზმში აღმოჩენილ კორონავირუსს, სახელწოდებით RaTG13 . ამიტომ მეცნიერები პანდემიის საწყის წერტილს ღამურებში ეძებენ. თუმცა აქაც დიდი პრობლემა იჩენს თავს. ეს 4%-იანი სხვაობა იმას ნიშნავს, რომ ადგილი უნდა ჰქონოდა შუალედურ ეტაპებს, სანამ ვირუსი ღამურიდან ადამიანზე გადავიდოდა და სახეცვლილებას დაიწყებდა. ყოველ შემთხვევაში, – აღნიშნულია სტატიაში, ჯერ არ არის დოკუმენტირებული არც ერთი შემთხვევა, როდესაც ვირუსი ადამიანს ღამურისაგან პირდაპირ გადაედო (!).

გამოცემის მიერ გამოკითხული ფრანგი ვირუსოლოგი, მარსელის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ეტიენ დეკროლი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ღამურები, რომელთაც დაუდგინდათ კორონავირუსი RaTG13, ბინადრობენ გამოქვაბულში, რომელიც ჩინური პროვინცია ვუჰანიდან დაახლოებით 1,5 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. როგორ შეეძლოთ პათოგენებს ამხელა მანძილის გადალახვა და რომელი შუალედური არსების ორგანიზმის საშუალებით მოხდა ეს? – სავსებით მარტივ, მაგრამ აუცილებელ შეკითხვას სვამს ეტიენ დეკროლი.

იდუმალებით მოცული ვირუსის, Sars-CoV-2-ის წარმომავლობა ამოუხსნელი რჩება. იგი ვერ იქნება Sars-CoV-1 (SARS)-ის მუტაციის შედეგი, რადგან ამ ორ ვირუსს შორის გენეტიკური სხვაობა მთელ 21%-ს შეადგენს, რაც ძალიან ბევრია. გერმანული გამოცემა მიდის შემდეგ დასკვნამდე:

„ასე და ამრიგად, ჯანმოს მკვლევარების გუნდს მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანამშრომელი, ამ გუნდის წევრი ლეენდერცი დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება… გარდა ამისა, ჯერ კიდევ არსებობს ეჭვი, რომ ვირუსი შემთხვევით „გაიქცა“ რომელიმე კვლევითი ლაბორატორიიდან, თუმცა არც ამის დამამტკიცებელი საბუთი ჯერ-ჯერობით არ არსებობს“ – აღნიშნულია „დი ველტის“ სტატიაში.

როდესაც ჩვენ ელემენტარულ კითხვას ვსვამდით – როგორ “გადაფრინდა” კორონავირუსი ვუჰანიდან პირდაპირ იტალიაში ისე, რომ გვერდი ჩინეთის დანარჩენ პროვინციებს აუარა, სოროსის ფონდის მიერ დაპროგრამებული ქართველი ლიბერალ-ფაშისტები ასეთი კითხვების გავრცელებაში ხელს გვიშლიდნენ. თავიანთი მწირი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისინი ვერა და ვერ განათლდნენ – ვერც რუსული განათლება შველით და ვერც დასავლური, რადგან დახშულ სივრცეში სინათლე გარედან ვერ შეაღწევს. ასე დახშულია მათი გონება, არ აქვთ აზროვნების უნარი. ამიტომ ყველაფერ იმას, რასაც ახლა კითხულობთ “დი ველტზე“ მითითებით, ჩვენ ვამბობდით, სხვადასხვა მეცნიერული არგუმენტების მოხმობით, ამა წლის მარტსა და აპრილში. სწორედ ამიტომ, ლიბერალ-ფაშისტებმა სოციალურ ქსელში ჩვენი სააგენტოს მასალების გავრცელება აკრძალეს. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ სიმართლე გზას მაინც იკვალავს.+

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სიმართლე ბოლომდე დადგინდება და ვინმეს პასუხისგება მოუწევს, მთელი კაცობრიობის „პანდემიით“ ტერორიზების გამო. აშშ-ჩინეთის ურთიერთდაპირისპირება, ერთმანეთზე ყველაფრის გადაბრალება, სხვადასხვა სახელმწიფოების უაზრო „შეჯიბრი“ ერთმანეთთან, თუ ვისი ე. წ. ვაქცინა უფრო უკეთესია – ნაცვლად ერთმანეთში თანამშრომლობისა მსოფლიოს ხალხების, მსოფლიოს თითოეული მოსახლის სასარგებლოდ, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს ყველას. მაგრამ თუნდაც ნაწილობრივი სიმართლე დიდ მნიშვნელობას იძენს ბოროტებასთან ბრძოლაში.

Next Post

ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

კვი დეკ 27 , 2020
1,503 წაკითხვაჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”. 1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, […]

შესაძლოა მოგეწონოთ