ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

1,436 წაკითხვა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 – საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

Next Post

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

კვი დეკ 27 , 2020
1,436 წაკითხვადეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება „მორალურ-ზნეობრივი“ დარღვევების გამო შეუჩერდა – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს შემოქმედის ეპარქიიდან აცნობეს. საპატრიარქომ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება. ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის […]