დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

1,018 წაკითხვა

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება „მორალურ-ზნეობრივი“ დარღვევების გამო შეუჩერდა – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს შემოქმედის ეპარქიიდან აცნობეს.

საპატრიარქომ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება. ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება” , – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში

Next Post

„არც ჟურნალისტებად ვარგიხართ, არც ადამიანებად“ – კახა კალაძე

კვი დეკ 27 , 2020
1,018 წაკითხვათბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში, სოციალურად დაუცველებზე მომზადებულ იმ სიუჟეტს: „არ აქვს მნიშვნელობა იარაღით მოკლავ თუ სიცრუით, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად ძალადობ თუ სიტყვით. ასეთი შეთითხნილი ვითომ სიუჟეტით, მოძალადეც ხდები და მკვლელიც. არც ჟურნალისტებად ვარგიხართ, არც ადამიანებად“- წერს კახა კალაძე.