ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით

1,166 წაკითხვა

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

პროფესორი ასახელებს იმ ადამიანების სამ კატეგორიას, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ არ არის რეკომენდირებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ალერგიები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“,- განაცხადა ფხაკაძემ.

Next Post

„შავი პურის ნაჭერი მირჩევნია“ – რა დაუბრუნა მიშა რამიშვილი მერიას უკან?

ორშ დეკ 28 , 2020
1,166 წაკითხვაადვოკატი, მიშა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „დღეს თბილისის მერიამ დედას საახალწლო საჩუქარი გამოუგზავნა, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ შარშან მერიამ საჩუქარი რომ გამოუგზავნა და მერიის დამცველებმა და მხარდამჭერებმა, როგორი ლანძღვა გინების და ცილისწამების კასკადი დაიწყო 2020 წლის აგვისტოს თვიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, თითქოსდა მერიას მოტყუებით წავგლიჯეთ საჩუქარი. არ მივიღე და მერიას უკან დავუბრუნე, პატიოსანი ხალხისგან მოპარულ-წართმეულ პროდუქტები. მირჩევნია […]