გამოცხადდება თუ არა სრული „ლოკდაუნი“ – რას ამბობს პაატა იმნაძე

1,499 წაკითხვა

მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ მიერ სრული ლოკდაუნის გამოცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Next Post

ელენე ხოშტარია პარტია „ევრიპულ საქართველოს“ ტოვებს

ორშ დეკ 28 , 2020
1,499 წაკითხვა„კურიერის“  ცნობით, ელენე ხოშტარია პარტია „ევრიპულ საქართველოს“ ტოვებს და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. ცნობილია, რომ დეტალებზე ის დღეს, 15:00 საათზე, პარტიის ოფისში ისაუბრებს.

შესაძლოა მოგეწონოთ