მამუკა ხაზარაძეს თემურ ჭყონია უერთდება?

გავრცელებული ინფორმაციით, „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია შეუერთდება.
მხარეები ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა მამუკა ხაზარაძემ დღეს მიანიშნა, რომ მის გვერდით ბიზნესმენებს ვიხილავთ.
თავის მხრივ, ჭყონიამ ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე შესთავაზებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის საჭირო იქნება, რაღაც მიმართულებით გვერდით დაუდგება.
ხაზარაძე პოლიტიკურ მოძრაობას ხვალ, ანაკლიაში დააფუძნებს და ამბობს, რომ კლანური მმართველობის შესახებ იმაზე მეტს ისაუბრებს ვიდრე აქამდე საუბრობდა.
ის სახელისუფლებო ბოტების მისამართებსაც გაასაჯაროებს.

ნიუპოსტი

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *