რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ვის ყიდვას აპირებს და რით ჰგავს ის სააკაშვილს? – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს:

„თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ივანიშვილი ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ… ვფიქრობ, ისე მიდის პროცესები, მას დასჭირდება დაცვა.

ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრა­ტეგი­ებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვ­რებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე­. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების­ შენარჩუნების ტაქტი­კური ამოცანა გად­აწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს.

ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, რეპუტაცია­ მათ არა აქვთ და საერთაშორისო მხარდა­ჭერა­. რთული გამოცდის ჩაბარება­ მოუწევთ.
ივანიშვილი შეეცდება, უფრო სწორად, უკვე ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს:­ დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას… თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის და მეთოდურად აკეთებს რამეს… მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს,­ შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება.

8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვი­ლის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას. ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა – მიდის, მაგრამ არ მიდის.“

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *