„ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს“ – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს – ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ბევრი სვლა და ბევრი მანევრი, ხოლო ოპოზიციას „პრაქტიკულად ნულოვანი სვლების “ბაგაჟი“ და ნულოვანი მანევრი აქვს“.

კობახიძის აზრით, ოპოზიცია ცდილობს მოძებნოს იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი, რაშიც თავი თავად ჩაიგდეს.

„ისინი ხვდებიან, რომ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს. მათ ორი არჩევანი რჩებათ – ერთია, ცუდი და მეორე – უარესი. ცუდია შემოსვლა და უარესია – არშემოსვლა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, ჩვენ ბევრი მანევრი გვაქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ, თანდათან უკან დაიხიონ და მოძებნონ გამოსავალი მათთვის შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდან, რაშიც ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაიგდო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ “ოპოზიციამ ზეპირად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ყველა წინადადებას უარით უპასუხა“.

„უარს ამბობენ ყველანაირ გადამოწმებაზე – მათ შორის გადათვლაზე თქვეს უარი, კამერების ნახვაზე თქვეს უარი, დებატებზე თქვეს უარი და ახლა უკვე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამბობენ უარს. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ კომისია შევქმნათ, ყველაფერი გადავამოწმოთ და თუ მინიმალური გადახრა მაინც დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. მათი პასუხი არის უარყოფითი. მიზეზი არის მარტივი: – მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც 1%-იანი და არც 0,1%-იანი გადახრა არ დაფიქსირდება, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. ეს პრაქტიკა მათ ჰქონდათ 2012 წლამდე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს პრაქტიკა საქართველოში სწორედ 2012 წლიდან აღიკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *