„ვიცით, მაგრამ არ გეტყვით“ – იმნაძე ახალ შტამზე

1,100 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსის ახალი შტამი პასუხობს, რომ არ ეტვის არავის.

„ვიცით, მაგრამ არ გეტყვით“, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან კონტაქტი არ ჰქონია.

იმნაძე ასევე საგულდაგულოდ მალავს რამდენი პირი იმყოფება იზოლაციაში Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დღეს, 4 იანვარს დადასტურდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.

Next Post

„მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს“ - პაატა ზაქარეიშვილი

ოთხ იან 6 , 2021
1,100 წაკითხვა„სააკაშვილზე სულ მაგას ვამბობდი, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით: „დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ წამოიკიდა დანარჩენი ოპოზიცია. ზოგს უნდა შესვლა, მაგრამ დღეს უკვე გვიანაა. ოპოზიცია უკვე წაგებულია, გინდ ასე და გინდ ისე. თუ შესვლა უნდოდათ, ეს უნდა ექნათ თავიდანვე, უნდა განეცხადებინათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას პარლამენტში. ყველა არც შევა. ნაცმოძრაობას ურჩევნია გარეთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ