„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, სხვა ახსნა..“ – გია ხუხაშვილი

1,077 წაკითხვა

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” “პატრიოტთა ალიანსის” სიის წევრების პარლამენტში შესვლაზე საუბრობს:

„სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არადამაჯერებელი იქნება. ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში – როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან. ესენი არიან უბრალო ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი. ეს ოთხივე ადამიანი არიან ბიზნესმენები, ისინი არ არიან პარტიული ფასეულობის მატარებლები, ინვესტიციას აკეთებენ მოგების მიზნით, პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია და მათი მონაგარი არის საპარლამენტო სავარძელი, რომელიც ისევ თავის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. ეს არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სისტემური მანკიერება, რომელიც ახლა გამოვლინდა ,,პატრიოტთა ალიანსში”. ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ “პატრიოთა ალიანსის” შესვლას, ეს არიან უპარტიო ბიზნესმენები, შესაბამისად ისინი ვერ გახდებიან “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებას” ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი. ამით ვერ სრულდება ის ამოცანა, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება, 113 – კაციანი კვოტა ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად მრავალპარტიულობის იმიტიციის ამოცანა ვერ სრულდება. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, ვიცით, რომ არის ალეკო ელისაშვილის ჯგუფი და “გირჩის” ჯგუფი, ალბათ უახლოეს დროში ყველაფერი ცნობილი გახდება“.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

Next Post

„არ გესმის პრობლემის სიღრმე და რაობა“ - დემურ გიორხელიძე

ოთხ იან 6 , 2021
1,077 წაკითხვა დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: იმ უაღრესად აქტუალურ პრობლემებს შორის, რომელიც საქართველოში არსებობს, არის: (ა) განაწილებითი დინამიკა ეკონომიკაში, რაც მოიცავს: ოპტიმალურ დაბეგვრას, ენდოგენურ ზრდასა (ანუ შიდა პროცესს) და სივრცით ეკონომიკას. სწორედ რესურსების (მატერიალური, ფინანსური და ადამიანური) არასწორი განაწილება (ალოკაცია) დროსა და სივრცეში გახდა მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაციისა, არასწორი აქცენტების არჩევამ კი საბოლოოდ გახადა იგი არაგანვითარებად ეკონომიკად. მოხდა ის, […]