1,316 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
იმ უაღრესად აქტუალურ პრობლემებს შორის,
რომელიც
საქართველოში არსებობს, არის:
(ა) განაწილებითი დინამიკა ეკონომიკაში,
რაც მოიცავს:
ოპტიმალურ დაბეგვრას,
ენდოგენურ ზრდასა (ანუ შიდა პროცესს)
და
სივრცით ეკონომიკას.
სწორედ რესურსების (მატერიალური, ფინანსური და ადამიანური) არასწორი განაწილება (ალოკაცია) დროსა და სივრცეში გახდა მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაციისა, არასწორი აქცენტების არჩევამ კი საბოლოოდ გახადა იგი არაგანვითარებად ეკონომიკად.
მოხდა ის,
რასაც ეკონომიკის მდგრადობის დაკარგვა ჰქვია,
რასაც
მისი (ეკონომიკის) უკიდურესად დაბალ დონეზე გადახტომა მოჰყვა.
რაკი ეს პროცესი არ არის გააზრებული (იდეოლოგიზირებული ყალბი ”მეინსტრიმული” მიდგომები საერთოდ შორსაა მეცნიერებისაგან და საღი აზრისგან და პროფესიული დეგრადაციის მაჩვენებელია),
პოლიტიკაც არასწორად იგება…
რესურსების ალოკაციის სფერო ფანტასტიკურად საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერანაირი გამოცდილება და ინტუიცია ვერ უკარნახებს სპეციალისტს იმას, რასაც რეალურად მეცნიერული შესწავლა იძლევა… მეცნიერების არსიც სწორედ ისაა, რომ მხოლოდ ადამიანის ინტუიციაზე და ყალბ წარმოდგენებზე არ იყოს წარმოდგენები დაფუძნებული.
ფანტასტიკურად საინტერესო სადოქტორო თემაა (თემებია) ახალგაზრდა ამბიციური (საუკეთესო გაგებით!) გონებებისთვის, –
ეს თემატიკა ერთ-ერთი წინა ხაზია თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერებისა, რადგან განაწილების ეფექტურობა მოქმედებს მიკრო- და მაკროეკონომიკაზე…
ამ საკითხის კვლევისას,
ჩემი წიგნი – აუცილებელი საფეხურია
+
საკმარისად კარგი ცოდნა კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისა
და
ფუნქციონალური ანალიზისა.
წარმოიდგინო, თუ რა ხდება ამ მხრივ ეკონომიკაში –
შეუძლებელია ფუნქციონალური ანალიზის გარეშე!
სწორედ საკითხის არცოდნამ,
პრობლემის არცოდნამ,
შეუძლებლობამ იმის წარმოდგენისა, თუ რატომ არის საქართველოს ეკონომიკა ამ მდგომარეობაში, +
არასწორმა პოლიტიკამ მიიყვანა საქმე აქამდე.
საიდან შეიძლება იყოს სწორი პოლიტიკა,
როცა
არ გესმის პრობლემის სიღრმე და რაობა.