შორენა თეთრუაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა – რას სთხოვს საპატრიარქო ჟურნალისტებს?

1,253 წაკითხვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“ – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც ჩანს, ამ ამბის გამო, ჟურნალისტები ანდრია ჯაღმაიძეს ურეკავენ ინფორმაციის დასაზუსტებლად და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოციალურ ქსელში, წერს:

“შემოდის უამრავი ზარი, ვთხოვ ჟურნალისტებს, თვალი ადევნეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდს, თუ რაიმე სიახლე იქნება, ინფორმაციას იხილავთ ამ გვერდზე.”

Next Post

„ჩემი შენ გითხარიო..“ - ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიძეს

პარ იან 8 , 2021
1,253 წაკითხვაბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს აფასებს. ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ კარგია, პრორუსული ფრთა რომ არ შემოვიდაო. ნაწილს პრორუსულად აღიქვამენ და ნაწილს არა? „იცით რა? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებსა და აზრთა მიმდინარეობაში ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. ასეთი რამე მაშინაც არ უთქვამთ, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იყო. ალბათ ახლა რაღაცით უნდა […]