რას და რატომ უმალავენ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას?

1,808 წაკითხვა

 გაცხადებული მტერი ნაკლებად საშიშია, თუ კი მას ჭკუას დავუპირისპირებთ, ოღონდ, ეს უკანასკნელი უნდა გქონდეს!

მე, „მოყვრად მოსული მტრის“ უფრო მეშინია, დროზე თუ ვერ შევნიშნეთ, იგი ქვას ქვაზეარ დაგვიტოვებს, რადგან მისი ზრახვები შენიღბულია და მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდება, როცა მასპინძელ ქვეყანაში, მის მიერ მეგობრად არჩეული სახეები გამოჩნდებიან!

არაერთხელ მითქვამს, დამიწერია და გამომიქვეყნებია, რომ:

უიშვიათესი ქვეყანაა ჩვენი სამშობლო საქართველო, სადაც 1992 წლის 6 იანვრიდან მოყოლებული, სახელმწიფოს სათავეში მოსასვლელად, ერთმანეთს მისი დამაქცევარნი ეომებიან და მზად არიან ამ ომში „წარმატებისთვის“ ქვეყნის გადარჩენილი ნაწილიც ნაცარტუტად აქციონ!

წლის დასაწყისში გაჩენილი, COVID 19-ად წოდებული „ჭირთა-ჭირის“ საქართველოში გამოჩენისთანავე, ეჭვი არ შემპარვია რომ ამ უბედურებას ქუჩაში გავარდნილი „პოლიტჭილყვავი“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და არაფერსმოერიდებოდა, მდგომარეობის გასამწვავებლად.

ვნახე თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემი და ქვეყნის მოსახლეობის უმოქმედობით, აღდგომის წინადღეს ვწერდი:

„საოცრად ჰგავს, დღევანდელი სააღდგომო მოლოდინი, 1989 წლის 9 აპრილის წინადღეს!

ხატზე დავფიცავ, აღდგომის ღამეს ნიჩბებით არავინ დაგვხოცავს, მაგრამ ტაძრებთან გულალალ მორწმუნეთა უკონტროლო სიმრავლეს, ვერავინ დაიცავს მომაკვდინებელი ვირუსის ხელოვნურად გავრცელებისგან, რომ ამის შემდეგ განვითარებული კატასტროფული მოვლენები ეკლესიას დაბრალდეს!

შინაური მტრისგან მოსალოდნელი ავი ზრახვების შესახებ, არაერთგზის მივმართე სამღვდელოებას, ეკლესიის ერთგულ მრევლს და მკითხველს:

„ჩვენ გაგვიმართლა, როცა დედამიწას მოდებული „ჭირთა-ჭირის“ წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისში „ჩვენს უპირველეს პარტნიორ აშშ-ს“ და ე.წ. „ევროგაერთიანებას“ ჩვენთვის არ ეცალა (მათვე დაერია, როგორც ამბობენ, მათივე მოგონილი ჭირი) და ამიტომაც მოექცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმე მაღალი დონის ქართველ პროფესიონალ ექიმთა ხელში!

რომ არა ეს შემთხვევა, ჩვენ უსათუოდ დავიღუპებოდით ევრო-ამერიკელთა „კეთილი რჩევებითა და მონდომებით“ და ერთ დროს, მათი გამოწვრთნილი და ხელდასმული მიშა-შეურაცხადის მიერ „ჩარეცხილ“, ქართველ პროფესიონალ ექიმებს საქმეს არავინ გააკარებდა, უვიცების დასამშობლოს გამყიდველების ხელში მოექცეოდა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ბედი!

შედეგი იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე ევროპაშია და ხმასაცარ ამოგვაღებინებდნენ: „თქვენ რა გალაპარაკებთ, თქვენზე ათი თავით განვითარებული ქვეყნები დაიქცაო!“

სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ტალღის მოსაგერიებლად აღმოჩნდა საკმარისი ქართული მოხერხებულობა, რომელსაც, მაშინვე ჩანდა, ქვეყნის მთავრობა დაჯანდაცვის სისტემა დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა და ასეც მოხდა!

აშკარად ჩანდა, ასეთ ვითარებაში, დიდხანს არ დაუშვებდნენ საქართველოს „წითელ კვერცხად“ წარმოჩენას, მითუმეტეს, როცა მისი სულიერი ერთიანობის წამმართველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი აღმოჩნდა დედამიწის ზურგზე, რომელმაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს კარი არ მიუხურა მის ერთგულ მრევლს!

ბუნებრივია, ამის გამო მადლობას არავინ ეტყოდა საქართველოს მთავრობას, (ნურავინ შემეკამათება მის ავკარგიანობაზე, ამისთვის არ იწერება ეს სტატია), პირიქით, მას მკაცრად მიუთითებდნენ ჩვენი სიურჩის გამო (რასაც ჩვენ არავინ გვეტყვის) და ასევე მკაცრად დაავალებდნენ „მსოფლიოს ჯანდაცვის მთავარი ორგანიზაციის“ გადაწყვეტილებების უპირობოდ შესრულებას!

შედეგიც სახეზე გვაქვს, პირველი ტალღისას „გაუკაწრავი“ ქვეყანა:

2020 წლის 9 სექტემბრის, ინფიცირებულთა რაოდენობის მონაცემებით161-ე ადგილზე მყოფი, 2 დეკემბერს, 48-ე ადგილს იკავებს 220 ქვეყანას შორის.

პროცენტულად მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველომ 145-ედან მე-18 ადგილზე, აქტიური ქეისებით 135-ედან 57-ზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი 171 ადგილიდან 70–ზე გადაინაცვლა!

 როცა ამის შემხედვარე, ქართულად მომეტყველე, არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის და ეროვნების იქნება იგი, ქვეყნის შიგნით დაიწყებს დამნაშავის ძებნას, უპირობოდ უნდა მოთავსდეს „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა პალატაში, რომ საკუთარი თვალით იხილოს რა საშინელებასთან გვაქვს საქმე.

ვიცი, ბევრი ჩემი მკითხველი არ მომითმენს და მკითხავს:

– ჩვენ რა ვქნათ, თქვენ რას გვთავაზობთ?

2014 წლიდან „ანაკლია პორტის“ პროექტზე მუშაობისას, არაერთგზის უხსენებია „ანაკლიაპორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, პროფესორ, ბატონ ნოდარ წივწივაძეს, საქართველოში იმუახლესი ტექნოლოგიის დანერგვის აუცილებლობის შესახებ, რომელიც ჩვენსქვეყანას უსაფრთხო სუფთა სასმელი წყლით მოამარაგების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ, აქ იქნა არაერთგზის ნახსენები „ოზონის“ უკიდეგანო შესაძლებლობების შესახებ, რომელიც თავისი შედეგებით არა მარტო წყალს (თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდაიყოს!), არამედ ჩვენს გარშემო ყველა ცოცხალ ორგანიზმს, იცავს პათოგენებისაგან და სიცოცხლეს უხანგრძლივებს!

ამ სიახლეს, მოგვიანებით, ბატონი ნოდარის შვილმა, გიორგი წივწივაძემ მაზიარა დამაშინ, როცა ცოდვილი დედამიწა გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინის წინაშე დადგა, ჩვენთან გაჩნდა გადარჩენის იმედი.

(იხ. ლინკები: https://www.myvideo.ge/v/3957581

https://www.youtube.com/watch?v=2paz9-g7Z54

https://www.youtube.com/watch?v=f0110oTQZD8&fbclid=IwAR2RrB_BefHrs_mIqje07bpsG9syX0hIuj87Ybn7EhFXWHJXoG7wWtnrfnI)

მეც არ დავაყოვნე და შევუდექი პროექტის დანერგვისა და შესაბამისი დაფინანსების გზების ძიებას!

ასე მივადექით, ქვეყნის „ბიზნეს ომბუდსმენ“, ბატონ მიხეილ დაუშვილს. შემთხვევითი არიყო ჩვენი არჩევანი ბატონ მიხეილთან მივსულვიყავით, რადგან, იგი ყოველი ახალი „ბიზნესის“ (საქმის) დამცველად და გამტანად (თან, ქვეყნის პრემიერის წინარე საქმისღირსეულ გამგრძელებლად) მივიჩნიეთ.

არჩევანი, ლოგიკურად სწორი, მაგრამ კონკრეტული შემთხვევისთვის მცდარი აღმოჩნდა.

პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, მოკლე დროში შეხვედრაც შედგა, ბატონმა გიორგი წივწივაძემ „ოზონატორის“ შთამბეჭდავი პრეზენტაციაც ჩაატარა, ბატონი ბიზნეს ომბუდსმენი და მისი თანაშემწე გოგონა აღფრთოვანებული დავტოვეთ, შეგვპირდნენ, რომ პრემიერმინისტრს მოახსენებდნენ ნანახის შესახებ და უახლოეს დღეებში შეგვატყობინებდნენ საქმის შემდეგი მსვლელობის შესახებ.

ბუნებრივია, ჩვენც დაიმედებულები დავემშვიდობეთ მასპინძლებს, რომ ახლა კი ნამდვილად დაიძვრებოდა საქმე, რომლსაც დიდიპრობლემები უნდა გადაეწყვიტა და COVID 19-თან წარმატებით დაწყებული ბრძოლა, ვირუსის გავრცელების პრევენცია, უფრო მეტი ეფექტურობით გაგრძელდებოდა!

16.04.2020-ში ჩვენი დაწყებული საქმე, რომელსაც თითქოს კარგი პირი უჩანდა, ხუთითვის შემდეგ, 21.09.2020-ში ჩვენი წერილით დასრულდა:

„მოგესალმებით მიხეილ ბატონო, კარგად გვესმის თქვენი მოუცლელობის შესახებ, მაგრამ რამენაირად უნდა გამონახოთდრო, რომ გაგაცნოთ ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის შექმნილი “ოზონატორის” საბოლოოუფრო ეფექტური ვარიანტი.

 დღეისათვის, ქვეყანაში არსებული საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, გარწმუნებთ, რომ ჩვენს ჯგუფს გააჩნია ქვეყნის, მოსალოდნელი კატასტროფიდან გამოყვანისდა ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, თუკი, შესაბამისი სახელმწიფო უწყება თანადგომას გამოგვიცხადებს! დავით ქობალია, გიორგი წივწივაძე“

სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ბატონი „ბიზნეს ომბუდსმენისგან“ არაფერი გვსმენია!

მთავრობის წარმომადგენლებთან ჩვენი ურთუიერთობა ამითი არ დამთავრებულა, შემდეგი მცდელობა, რამეფრად მიგვეღწია გადაწყვეტილების მიმღებ სამთავრობო ჩინოვნიკამდე გავაგრძელეთ და პრემიერმინისტრის თანაშემწეს, ბატონ გიორგი სახოკიას მივადექით.

საკმაოდ საინტერესო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბატონი სახოკია წერილობითი ინფორმაციის მიღებაზე დაგვთანხმდა და შეგვპირდა, გავეცნობი და შეხვედრაზე მერე მოვილაპარაკოთო.

ჩვენც არ დავაყოვნეთ, იმავე დღესვე გადავუგზავნეთ ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია „ოზონის“ შესაძლებლობებისა და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი „ოზონოგენერატორის“ დიდი უპირატესობების შესახებ სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით.

ყველაფერი ეს, 25.09.2020-ში ხდება.ჩვენდა გასაკვირად, პასუხიც იმავე დღეს მივიღეთ ბატონი გიორგი სახოკიასგან:

„მოგესალმებით დავით, ვნახე დოკუმენტი, ვფიქრობ ჯანდაცვის საკითხია და არამთავრობის ადმინისტრაციის…“

 ამის შემდეგ, იძულებული გავხდით, ყოველგვარი მორიდების გარეშე გვეპასუხა ბ-ნიპრემიერის თანაშემწისთვის:

[20:08, 25.9.2020]: მოგესალმებით ბატონო გიორგი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული, „მზა პროექტი“,ჯანდაცვის საკითხია, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა: გადაწყვეტილების მიმღები არავინაა ჯანდაცვის სფეროში!

 „მზა პროექტი“ შემთხვევით არ გვიხსენებია, პროდუქცია, რომელზეც თქვენთან გამოგზავნილ წერილში მოგახსენეთ, ჩვენს მიერაა შექმნილი და მან გაიარა ყველა ინსტანცია, აღებული აქვს ყველა საჭირო სერთიფიკატი და დაშვებულია სამკურნალო თუ სადეზინფექციო სფეროებში, იგი მოსწონთ, პროფესიონალ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიახლის, როგორც COVID 19 ვირუსის, პრევენციული საშუალების დანერგვა, როგორც თვითონ ამბობენ, მათ კომპეტენციას აღემატება!

იგივე პასუხი აქვთ ეკოლოგებს, რომლებსაც გადაუჭრელი აქვთ უამრავი პრობლემა, რომელთა მოგვარებას ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ტექნოლოგიით და ტექნიკით.

სამწუხაროდ, არც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროშია ვინმე, მსგავსი სიახლეების დასანერგად გადაწყვეტილების მიმღები!

ინფორმაციისთვის: თუ კი ეკოლოგიაში რამე კეთდება, გარემოს დასუფთავებისა და დეზინფექციის მიმართულებით, მხოლოდ, უძვირესი და განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხნის წინ აკრძალული ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება!

ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგმართოთ თქვენ, რომ გამონახოთ დრო, დაგვინიშნოთ შეხვედრა ამომწურავი ინფორმაციის გადმოსაცემად და საჭირო შემთხვევაში, ჩვენი ტექნოლოგიის და ტექნიკის (ოზონატორის) დემონსტრირებისთვის.

საბოლოოდ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საქმე უნდა გააცნოთ ბატონ გიორგი გახარიას.

დრო არ ითმენს, COVID 19-ის გარშემო მდგომარეობა ისე იძაბება მომავალი კვირის ბოლოს შეიძლება იგი დაგვიანებულიც იყოს, დაიწყოს ეპიდემიური აფეთქება, გაიზარდოს გარდაცვლილთა რიცხვი.

სწორად გაგვიგეთ, ჩვენ არ ვახდენთ შექმნილი მდგომარეობის დრამაზიტებას, მაგრამ იმას კი გახსნილად მოგახსენებთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით დატექნიკით შეგვიძლია გაუგონარი შედეგის დადება!

 მოკლედ, ჯანდაცვასთან და სამინისტროებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, ისინი კარგად იცნობენ ჩვენს ტექნოლოგიას და ტექნიკას, მიესალმებიან მათ დანერგვას, მაგრამ მათ არ გააჩნიათ მისი შეძენის უფლება და საშუალება.

ვფიქრობთ, COVID 19-ის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლა სახელმწიფოს ინტერესებში შედის და იგი უფრო მაღალ დონეზე და გლობალურადაა გადასაწყვეტი, ვიდრეჯანდაცვა და სამინისტროებია.

ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. ველით თქვენს პასუხს, პატივისცემით, დავით ქობალია, გიორგი წივწივაძე.“

სამწუხაროდ, ვერც აქედან მივიღეთ პასუხი.

დიდი ალბათობით, ბატონ გიორგი გახარიამდე არც მისულა ჩვენი გზავნილები!

არ ვაპირებთ იმის გამოძიებას, ჩვენს ინიციატივას, ქვეყნის სამთავრობო ჩინოვნიკები აიგნორირებენ თუ, მათი ქმედება სპეციალურად გამიზნული ობტრუქციაა ბატონი გიორგი გახარიას მისამართით, როგორც მთავრობის მეთაურისა და კრიზისების მართვის კარგი მენეჯერის დისკრედიტაციის მიზნით.

შესაძლოა, არც ერთი და არც მეორე?!

მაშინ, გავიხსენოთ სტატიის დასაწყისში ნათქვამი:

„ჩვენ გაგვიმართლა, როცა დედამიწას მოდებული „ჭირთა-ჭირის“ წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისში „ჩვენს უპირველეს პარტნიორ აშშ-ს“ და ე.წ. „ევროგაერთიანებას“ ჩვენთვის არ ეცალა (მათვე დაერია, როგორც ამბობენ, მათივე მოგონილი ჭირი) და ამიტომაც მოექცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმე მაღალი დონის ქართველ პროფესიონალ ექიმთა ხელში!

ხომ არ მოიცალეს, ამასობაში, ჩვენმა „მოკეთეებმა“ საქართველოსთვის და ისე მოაქციეს იგი COVID 19-ის, საერთო მსოფლიო სტანდარტში რომ, არც უკითხავთ, სად გვიჭირს და რა გვჭირდება?

სხვა, როგორ უნდა ავხსნათ სამთავრობო ჩინოვნიკების დაყრუება და დამუნჯება?

 ჩვენთვის დრო ძვირადღირებულია და პირდაპირ ვსვამთ კითხვას:

ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე სოციალურად უმძიმესი და პანდემიის პირობებში, საბოტაჟთან ხომ არ გვაქვს საქმე?!

 სხვას რას უნდა ნიშნავდეს სამთავრობო ჩინოვნიკებისგან უპასუხოდ დარჩენილი ამდენი წერილი?

 სამი ტელეგადაცემა მიეძღვნა ქართველი მეცნიერების უნიკალურ გამოგონებას, ქვეყნის ერთგული ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს მათ და მოლოდინად ქცეული გაკვირვებული გვეკითხება:

„ბატონ გიორგი წივწივაძეს: ვუყურეთ თქვენს სატელევიზიო გამოსვლას COVID 19-თან დაკავშირებით, წავიკითხეთ სტატიები, მაგრამ სად არის შედები? ესეც მორიგი ბლეფი ხომ არ იყო? თუ, იმდენად ძვირს აფასებთ თქვენს მეცნიერულ მიღწევას, რომ ქვეყნის მთავრობა ვერ წვდებამას?“

მეტს არ გავაგრძელებ (უამრავი გინებაც მომდის მთავრობის, და მისი ე.წ. „ოპოზიციის“ მისამართით), ვფიქრობესეც საკმარისია.

გამომდინარე აქედან გადავწყვიტე, საქმი სრეალური მდგომარეობის შესახებ სიმართლე ვაუწყო ჩემს მკითხველს, რომ ჩვენ არც ერთი ინსტანცია არ დაგვრჩენია უყურადღებოდ, სუბორდინაციის სრული დაცვით, არც არაფერი მოგვითხოვია ჩვენი ტექნოლოგიისა და ტექნიკის სანაცვლოდ COVID 19-ის დასამარცხებლად!

P.S. აქ ვაპირებდი სტატიის დამთავრებას, როცა ჩემი შვეიცარიელი მეგობარი შემომეხმიანა „ვაცაპზე“ და სწორედ „ოზონის“ პროექტზე მკითხა, თუ რა სტადიაში იყო მისი პრაქტიკაში დანერგვის საქმე.

გულდაწყვეტილმა მოვუყევი, უყურადღებობისა და გულგრილობის შესახებ ქვეყნის მთავრობის მხრიდან, რასაც თითქმის წელიწადია ვაწყდებით.

არ გაკვირვებია ჩემი მონაყოლი და თვითონ განაგრძო:

„საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც „ჯანმო“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) აფინანსებს, პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს ინსტიტუტი მხოლოდ იმ პროექტებს აფინანსებს, რაც მათი ექსპერტების მიერაა დადგენილი დარეკომენდირებული. კერძო ინიციატივები, თუნდაც იგი პანაცეა იყოს, მათთვის მიუღებელია.“

 აკი ვამბობდი, ჩვენი „უცხოელი პატრონები“ საქართველოსთვისაც მოიცლიან-მეთქი!

დავით ქობალია

iverioni.com.ge

Next Post

„მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო“ - თორნიკე ნინიკაშვილი

პარ იან 8 , 2021
1,808 წაკითხვა„მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, წლინახევრის წინ რომ ვიყიდე, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო“ –  “„გლოვოს“ 22 წლის გმირის ამ სიტყვებმა ოთხიოდე დღის წინ მთელ ქვეყანას გული სითბოთი აუვსო და სიკეთის კეთების სურვილი აღუძრა. თორნიკე ნინიკაშვილმა „სითი მოლთან“ ფულით სავსე საფულე იპოვა და თანხა არ გადაუთვლია, საფულე ისე დაუბრუნა პატრონს. მუსიკალურმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ფეისბუქში თორნიკეს ცნობილი ვიდეო ატვირთა, […]