„მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო“ – თორნიკე ნინიკაშვილი

1,602 წაკითხვა

„მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, წლინახევრის წინ რომ ვიყიდე, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო“ –  “„გლოვოს“ 22 წლის გმირის ამ სიტყვებმა ოთხიოდე დღის წინ მთელ ქვეყანას გული სითბოთი აუვსო და სიკეთის კეთების სურვილი აღუძრა.

თორნიკე ნინიკაშვილმა „სითი მოლთან“ ფულით სავსე საფულე იპოვა და თანხა არ გადაუთვლია, საფულე ისე დაუბრუნა პატრონს.

მუსიკალურმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ფეისბუქში თორნიკეს ცნობილი ვიდეო ატვირთა, რომ ამ კეთილი ბიჭის დასახმარებლად გამოხმაურებოდნენ. პირველი, ვინც ნატოს გამოეხმაურა, მისი მეგობარი, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, მაკა ჩხეიძე აღმოჩნდა – მე მომიყვანე ეგ ბიჭიო, დაუკომენტარა დუმბაძეს. მაკამ “გლოვოს” გმირს “მარჯიელას” ბოლო მოდელის იისფერი სპორტული ფეხსაცმელი აჩუქა.

“პრაიმტაიმი” თორნიკე ნინიკაშვილსაც დაუკავშირდა.

თორნიკე ნინიკაშვილი: – ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიფასდება ეს ყოველივე და ეგაა ყველაზე კარგი ჩემთვის. სპორტული ფეხსაცმელი მე ავარჩიე. ფასი ვერც ვიკითხე, მაღაზიის მეპატრონემ მითხრა, თვითონ ხარ შეუფასებელი ადამიანიო…

– მოგვიყევი შენზე…

– ზესტაფონელი 22 წლის სტუდენტი ვარ. ვაკეში ქირით ვცხოვრობ. მიზერულ თანხას მახდევინებს დიასახლისი, თან მყვებიან ოჯახში. ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემით ჩავაბარე, არ მოვმზადებულვარ. სამი წელი ვისწავლე, ახლა სტატუსი მაქვს შეჩერებული და სწავლისთვის ფულს ვაგროვებ. წლიური გადასახადი 2.225 ლარია. ჩემი დავალიანება 1.000 ლარამდეა. ვაგროვებ თანხას, რომ ეს დავალიანება გადავიხადო.

“გლოვოში” სახიფათო სამუშაოა. რამდენჯერმე დავიმტვერი კიდეც. მეგობრები თუ ნაცნობები მეხმარებიან, გვერდები შექმნეს, რომ ეს თანხა შემიგროვონ და ერთი წლით ზედმეტადაც გადამიხადონ.

3 კვირის წინ გავქრისტიანდი. მოვინათლე ვაკის ეკლესიაში, მამა იაკობთან. ჩემი ნათლიებთაგან ერთ-ერთი გიგა მაქარაშვილია, ერთი ემიგრანტია.

ისეთ კომენტარებს ვკითხულობ ჩემი მისამართით, რომ საოცარი სითბოთი ვივსები… სიკეთის კეთება ჩემთვის ყველაფერია.

პრაიმ ტაიმი

Next Post

„ვინც ივანიშვილს ლეგიონის ორდენს ულოცავთ, ერთ რამეს გეკითხებით მხოლოდ..“ - ირინა სარიშვილი

შაბ იან 9 , 2021
1,602 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ვინც ეს დღეები ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენს ულოცავთ და თან იცით, რის ფასადაა ეს ორდენი მიღებული, ერთ რამეს გეკითხებით მხოლოდ: დავიჯერო, თქვენს გარშემო არავინაა ისეთი, ვინც უსაწოლოდ დარჩა, ვინც უფასო ტესტის რიგში დგას, ვინც უყურადღებობით და შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო დაიღუპა, ვისაც არც საჭმლის და არც წამლის ფული არა აქვს, და ეს ყველაფერი იმის გამო, […]